x
მეტი
  • 30.06.2024
  • სტატია:135682
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510053
7 ფაქტი ვირის შესახებ, რომელიც ამ ცხოველის პატივისცემას გაიძულებთ
საუკუნეების მანძილზე ადამიანებს ვირების მიმართ ცრუწარმოდგენა ჰქონდათ. თითქმის ყველა ხალხში ვირი სიჯიუტის და სისულელის განსახიერებაა. დიახ, ვირი ყველაზე მორჩილი პირუტყვი არაა, მაგრამ არც ისე სულელია. აქვს ბევრი თვისება, რომლის გამოც პატივისცემა შეგიძლიათ გამოხატოთ.



ინტელექტი და იუმორის გრძნობა

image



ზოგიერთი ინდივიდის ჯიუტი ხასიათის გამო ვირს სულელ ცხოველად მიიჩნევენ. კვლევამ აჩვენა, რომ ვირი შეიძლება ჩაითვალოს ცხოველთა სამეფოს ნამდვილად ინტელექტუალად. დამოუკიდებლად შეუძლია იპოვოს გამოსავალი რთული სიტუაციებიდან, რომელშიც ცხენი ან თუნდაც ძაღლი დაიბნევა. ასევე მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ვირებს უნიკალური იუმორის გრძნობა აქვთ. ზოგიერთს შეუძლია პატრონზე გახუმრება, ნერვულ აშლილობამდე მისი მიყვანა.



დღეგრძელი

image




მსხვილფეხა პირუტყვის სიცოცხლე არც თუ ისე გრძელია. ძროხა დაახლოებით 20 წელი ცოცხლობს, ცხენი - 25-30. მათ ფონზე ვირი ნამდვილი დღეგრძელია. 45-50 წელი ცოცხლობს, ზოგჯერ უფრო დიდხანს. ვირი, სხვა პირუტყვისგან განსხვავებით, სიბერეშიც შრომისუნარიანობას ინარჩუნებს.



დიდყურა ბედაური

image



ადამიანის მიერ გაწვრთნილ ცხენს შეუძლია მიაღწიოს 50-60 კმ/სთ სიჩქარეს მოკლე დისტანციაზე. თითქოს მას ვერ შეედრება ვირი, მსხვილი ტანით და მოკლე ფეხებით, მაგრამ არა. ვირი არა მხოლოდ ცხენს არ ჩამოუვარდება სიჩქარეში, არამედ ხშირად ჯობნის. ცნობილია შემთხვევები, როცა ვირმა 75 კმ/სთ-მდე სიჩქარე განავითარა. მართალია ცხოველის სხეულის სტრუქტურის თავისებურებების გამო, მხედარი ასეთი რბოლით სიამოვნებას ვერ მიიღებს.



ლოკატორი-ყურები

image



ვირის დიდი ყურები მხოლოდ მისი იმიჯის ნაწილი არ არის. დედა ბუნებამ ეს ცხოველი დახვეწილი სმენით დააჯილდოვა. ეს ერთადერთი უპირატესობა არ არის. ვირს შეუძლია დათრგუნოს ზედმეტი ხმაური და შემთხვევითი ხმები. იღებს მხოლოდ მნიშვნელოვან ხმოვან ინფორმაციას, რომელიც ეხმარება გადარჩენაში, თანამოძმეებთან ან პატრონთან დაკავშირებაში.



ამტანობა

image



შეუხედავი ვირი გამძლეობის ნამდვილი რეკორდსმენია. სწორედ ამ თვისების გამო ძალიან ფასობს უდაბნოში და მთიან ადგილებში. ვირს შეუძლია გადაიტანოს ტვირთი, რომელიც მისი სხეულის წონის 2/3-ს იწონის. თავად ვირი იწონის 80-დან 400 კგ-მდე. დატვირთულ ცხოველს შეუძლია დასვენების, საჭმლის და წყლის გარეშე იაროს 12 საათის განმავლობაში. მკაცრი პირობების მქონე ზოგიერთ რეგიონში დღემდე ტრანსპორტის მთავარი საშუალებაა.



სიცხის ამტანობა

image



ვირი სამხრეთის ცხოველია და სიცივეს და ნესტს ცუდად იტანს. სამაგიეროდ მაღალ ტემპერატურაზე თავს მშვენივრად გრძნობენ. ჯანმრთელ ვირს 40-50 გრადუსი სიცხე არ ადარდებს. ეს ცხოველი აქლემთან ერთად მოთხოვნადია ცენტრალურ და შუა აზიაში, ჩრდილოეთ აფრიკაში.



ვირი და ისლამი

image



ზოგიერთ ქვეყანაში ვირის ხორცს მიირთმევენ, მაგრამ არა იქ, სადაც მთავარი რელიგია ისლამია. ყურანში ნახსენებია ვირი, როგორც ცხოველი, რომელსაც ზურგით წმინდა წიგნები გადააქვს. სუნა კრძალავს შინაური ვირის ხორცის ჭამას, მაგრამ ნებადართულია გარეული ვირის და ცხენის ხორცის ჭამა.




ასევე დაგაინტერესებთ:

ცხოველთა სამეფო, როგორიც ჯერ არ გინახავთ: რბოლა, ბრძოლა და სინაზე

15 ცხოველი, რომელზეც დედა ბუნებამ კარგად იმუშავა

30 მტკიცებულება, რომ ყორანი მსოფლიოში ყველაზე თავხედი ფრინველია

ცხენების 20 თვალწარმტაცი სურათი ისლანდიის პეიზაჟებში, რომლებიც სუნთქვას შეგიკრავთ

პინგვინები არიან მერცხლები, რომლებიც საღამოს 6 საათის შემდეგ ჭამდნენ


0
478
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
478