პოეზია გიორგი ჭალადიდელი - "დედის დარიგება" - ლექსი, რომელიც მუდამ უნდა იწავლებოდეს 27 ივნისი, 17:04 27 ივნისს(1847წ.) დაიბადა ქართველი პოეტი და სამხედრო ოფიცერი გიორგი ჭალადიდელი(ნამდვილი გვარი ქოჩაქიძე) ჭალადიდელის ლექსები ლექსები 1868- იბეჭდებოდა "დროში", "სასოფლო გაზეთში", "მოამბეში", "ივერიაში", "მობში", "კრებულში" და სხვებში. პირველი კრებული გამოქვეყნდა 1913 წელს. ჭალადიდელი ქართველი "სამოციანელთა" იყო. მისი შემოქმედება გამსჭვალულია მშრომელისადმ ი დიდი თანაგრძნობით ("ქება შრომას", 1868; "ფაცხა", 1870). პატრიოტიზმით ("სიმღერა გარდახვეწილისა", 1870; ის მთაზე" პროექტები ("მენავე", "მწერლისადმი", ორივე 1869), ის სიყვარულით ("მოღალური გალიაში", 1872). ჭალადიდელის სატრფიალო ლექსებია "სატრფო" (1869), "ქართველო ქალო", "ფარვანა", "სიმღერა" (სამივე 1870). ჭალადიდელის ზოგიერთი პოპილარული ლექსი სიმღერადაც იქცა ("მოგონება", 1869; "ფაცხა" და სხვა). გიორგი ჭალადიდელი 1877–78 წწ. იგი მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის ომში, რომლის დროსაც თავი გამოიჩინა და მაღალი ჯილდო მიიღო. 1879 წელს იგი კვლავ რუსეთში გადაიყვანეს. აქ შიდა რუსეთის სხვადასხვა გუბერნიაში გაატარა მან თავისი სიცოცხლის უკანასკნელი ორი ათეული წელი. მისი კარიერა პოლკოვნიკის ჩინითა და საარტილერიო დივიზიის მეთაურობით დამთავრდა. გიორგი ჭალადიდელი 1898 წლის 13 (ძვ. სტ. 1) აპრილს, 51 წლის ასაკში გარდაიცვალა მინსკში. დაკრძალულია სენაკში. დღეს კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, გიორგი ჭალადიდელის საყოველთაოდ ცნობილ ლექსს რომელიც ორი სათაურით არის ცნობილი- "მოგონება"და "დედის დარიგება" მახსოვს, პირველად სასწავლებელში წასაყვანად რომ მე გამამზადეს. მაშინ ანბანი მომცეს მე ხელში და შორსა გზასა მე გამამგზავრეს. ვხედავდი, მინდვრებს რომ ვშორდებოდი, ნაჩვევ ბაღებსაც ვეთხოვებოდი, დაღონებული მწარედ ვსტიროდი, მაგრამ არავის ვებრალებოდი... მხოლოდ ეს მახსოვს, - გამომყვა დედა და მითხრა: "შვილო, კმარა, ნუ სტირი, ვინც სახლში დარჩა, რა გააკეთა, ვინ მოიშორა თავიდან ჭირი? გიყვარდეს სწავლა, გულმოდგინება, შრომა და გარჯა ნუ დაგზარდება! მუდამ გახსოვდეს, რომ შენი ცოდნა შენსა ქვეყანას გამოადგება. იყავ ბეჯითი და გქონდეს სმენა, დიდი განძია სწავლის შეძენა, მაგრამ ამას გთხოვ ყველაზე მეტად გულით გიყვარდეს სამშობლო ენა! მერწმუნე, შვილო, გამოცდილია, თუ საძირკველი დანგრეულია, მაშინ კედლების აშენებისთვის ყოველი შრომა დაკარგულია. ამ სიტყვებითა დედაც მომშორდა, და ეს მას აქეთ დამამახსოვნდა, - რომ ის ამ სიტყვებს გრძნობით ამბობდა, თვალთაგან ცრემლებს ფრქვევა გაჰქონდა. 229 2-ს მოსწონს
|