სხვა პოლონეთი, ლიტვა, ლატვია და ესტონეთი აპირებენ 700 კილომეტრიანი დამცავი კედლის აშენებას რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე 27 ივნისი, 14:21
პოლონეთმა, ლიტვამ, ლატვიამ და ესტონეთმა ერთობლივად გადაწყვიტა რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ააშენოს ზეთანამედროვე სასაზღვრო ზოლი, რომელიც იქნება აგებული არა მავთულბადის და მავთულხლართებისაგან, არამედ ეს იქნება თანამედროვე ზეგამძლე მასალით დამზადებული კედელი, რომელზეც პარალელურად გაატარებენ მაღალი ძაბვის დენს სპეციალურად დამონტაჟებულ იზოლატორებზე. ამასთან ერთად პოლონეთი ფიქრობს დახუროს უკანასკნელი საკონტროლო-გამშვები პუნქტი ბელორუსთან, რომელიც დღემდე მოქმედებს ბელორუსთან-ამის თაობაზე განაცხადა ტელეარხ "TVN24"-ის ეთერში პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ. მანამდე კი პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ ლოსინიაკ-კამიშმა განაცხადა, რომ პოლონეთ-ბელორუსის საზღვარზე მდებარე ბარიერის გადალახვა მიუხედავად იმისა, რომ 400 მილიონი დოლარი დაჯდა ზოგიერთ მონაკვეთში არალეგალს შეუძლია გადალახოს 25 წამში. 76 5-ს მოსწონს |