x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
ებრაელმა ოფიცერმა პასუხი გასცა რამზან კადიროვის მოწოდებაზე–წავიდნენ ისრაელში მეჩეთის დასაცავად

image ისრაელის არმიის გენერალური შტაბის სპეცრაზმის (Сайерет Маткаль) ყოფილი ოფიცერი, მაიორი დანიელ.გ პასუხობს ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის, ოდიოზური ფიგურის–რამზან კადიროვის მოწოდებას–წავიდნენ და დაიცვან მეჩეთი ებრაელი "ოკუპანტებისაგან".
ოფიცერი კადიროვს იწვევს ისრაელში და ჰპირდება, რომ მზადაა ერთი ერთზე შეხვდეს მას.
" მე ისრაელში ჩამოვედი 25 წლის წინ და ეს ქვეყანა გახდა ჩემი სამშობლო, რომელსაც მზად ვარ ნებისმიერ წამს შევწირო ჩემი სიცოცხლე. წმინდა მიწაზე მოსვლის მერე ჩემს თანამებრძოლებთან ერთად მე გავიარე ცეცხლში, წყალში და გავიარე ყველა ის საფეხური, რომელიც უნდა გაიაროს საარმიო სპეცრაზმის ჯარისკაცმა და ოფიცერმა.
დღემდე ვერავინ მოახერხა ჩვენი დაშინება, ვერც ტერორისტებმა და ვერც ისრაელის სხვა მტრებმა, თუმცა ბევრი იყო ამის მსურველი და მოსურნე. ახლახანს წავიკითხე რამზან კადიროვის განცხადება, ეს კაცი თავის თავს "ჩეჩნეთის მეთაურს" უწოდებს. მინდა შევახსენო მას, რომ 90–იან წლებში მან და მისმა მამამ საღვთო ომი გამოუცხადა რუსებს და ხოცავდნენ მათ ჩეჩნეთში. კადიროვი ბასაევთან ერთად ხოცავდა უდანაშაულო ხალხს ბუდიონოვსკში, სადაც ტერაქტის შედეგად საავადმყოფოში დაიღუპა 147 უდანაშაულო ადამიანი. 2000 წელს კი მამაშენმა უღალატა თანამებრძოლებს და საერთოდ ჩეჩნებს და მიეყიდა პუტინს. ამის მერე კი დაიწყო თანამოძმეების ხოცვა. მიიღო რა ფულადი და თანამდებობრივი "ჯილდოები" კადიროვმა უკვე "რუსეთის გმირის" რანგში დახოცა ათასობით ყოფილი თანამებრძოლი და მათი ოჯახის წევრები. მამაშენის დაღუპვის მერე შენ გააგრძელე მისი გზა, ამოწყვიტე ერთგული მეგობრები–ძმები იამადაევები (ასევე "რუსეთის გმირები"). 2008 წელ სკადიროვმა გამოგზავნა თავისი მკვლელების ბატალიონი საქართველოში ქართველების დასახოცად და ასაწიოკებლად. ქართველების წინააღმდეგობამ და მათი მეგობრების ჩარევამ ხელი შეუშალა რუსეთის არმიას და კადიროვის ხროვას შესულიყვნენ საქართველოს დედაქალაქში.
2014 წელს "ჩეჩნეთის მეთაურის" ბრძანებით ჩეჩენი მებრძოლები გაემგზავრნენ უკრაინაში და ლეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ ამბოხებული სეპარატისტების რიგები შეავსეს რუსეთის დახმარებით ფინანსურად თუ სამხედრო–ტექნიკური თვალსაზრისით.
უკრაინაში კადიროველებმა გააგრძელეს ის შავი საქმეები რისთვისაც 2008 წელს გააგზავნეს ისინი საქართველოში.
ასევე არის ინფორმაცია, რომ კადიროველები სირიაში ძარცვავენ ხალხს, რასაც უნდათ იმას აკეთებენ და მცირე შელაპარაკების პასუხად ადგილზევე ხვრეტენ უდანაშაულო სირიელებს.
2017 წელს კადიროვმა რელიგიური ნიშნით მოინდომა თავის გამოჩენა და გადაწყვიტა მუსულმანურ სამყაროში გამოჩენილიყო, როგორც მუსლიმების "უბადლო დამცველი"–მან განაცხადა: " მე ვერ მოვითმენ ჩემი მუსლიმი დების და ძმების დაჩაგვრას იერუსალიმში და აუცილებლად ჩამოვალ მანდ ჩემი ხალხით და ჭკუას ვასწავლი ებრაელ პოლიციელებს და თუ საჭირო გახდა ისრაელის არმიასაც".
ჩამოდი რამზან, ჩვენ აუცილებლად დაგხვდებით! ბრძოლა ებრაელ ერთან იქნება შენი ბოლო ბრძოლა, "მეჩეთის დაცვის" მოტივით შენ ეწევი ანტისემიტურ პროპაგანდას და მოუწოდებ მუსლიმებს საღვთო ომი გამოუცხადონ ისრაელს.
შენ გავიწყდება ერთი რამ! ებრაელი ერი არასოდეს არ გაქცევია გამოწვევებს, ჩვენ არ გვეშინია არავისი და მით უფრო შენნაირი საცოდავი მოღალატის და გამყიდველის. ბევრი იყო შენნაირი, ვისაც უნდოდა ებრაელები "ზღვის იქით გაეყარა", მაგრამ სად არიან ახლა ისინი!?
ჩვენ ბევრი მტერი გვყავს და შეგიძლია მათი რიგები შეავსო, მაგრამ გპირდები ეს იქნება შენი ბოლო ბრძოლა.
თუ გაქვს იმის თავი ჩამოხვიდე და ომი გამოგვიცხადო–ჩამოდი დაგხვდებით, მაგრამ თუ გადაიფიქრებ იცოდე როგორც სხვა ტერორისტებს და ბანდიტებს ისე მოგძებნით შენც და ადგილზე აგიხსნით ყველაფერს.
დანიელ.გ –ისრაელის არმიის (ЦАХАЛ) გენერალური შტაბის სპეციალური დანიშნულების რაზმის "Сайерет Маткаль"–ის მაიორი. image

3
9242
13-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
9242
  
2019, 3 თებერვალი, 22:02
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 3 თებერვალი, 11:35
შეკრული ერია და ამაშია მათი სიძლიერე...
2019, 3 თებერვალი, 7:38
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3