x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512072
"დაკრძალული ცოლი" მეზობელ ქალაქში სხვა მამაკაცთან ერთად აღმოაჩინეს
image

ინდოეთში ქალი დაკრძალეს და შემდეგ მეზობელ ქალაქში სხვა მამაკაცთან ერთად იპოვეს.


ინდოეთის შტატ უტარ პრადეში, დაკარგული ქალი, რომლის დაკრძალვაც მისმა ქმარმა მოახერხა, მეზობელ ქალაქში სხვა მამაკაცთან ერთად იპოვეს. ამის შესახებ Deccan Herald იტყობინება.

40 წლის ფულმატი შუმერი 15 ივნისს გაუჩინარდა. მისი მეუღლის, 60 წლის რამ შუმერის თქმით, ის სტუმრად მშობლებთან იყო წასული და უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ უგზო-უკვლოდ დაიკარგა. მან მისი პოვნა ვერ შეძლო და პოლიციას მიმართა.


ოთხი დღის შემდეგ აღმოაჩინეს ცხედარი გაგუდვის ნიშნებით. რამა შუმერმა ცოლი ამოიცნო და დაკრძალა, (კრემაცია გაუკეთა) სამართალდამცავმა ორგანოებმა კი სისხლის სამართლის საქმე აღძრეს და გამოძიება დაიწყეს.


გამოძიებამ დაადგინა, რომ ფულმატის მობილური ტელეფონი რჩებოდა ონლაინ რეჟიმში და მდებარეობას აფიქსირებდა შტატის მეორე მეორე ბოლოში - ქალაქ ჯანსში. ყველაზე ხშირად ის რეკავდა ვინმე შუბჰამის ნომერზე ქალაქ სულთანპურიდან.



დაკითხვისას შუბჰამმა აღიარა, რომ ფულმატი ცოცხალი იყო და ერთად არიან ქალაქ ჯანსში. ახლა პოლიცია ცდილობს გაარკვიოს, ვინ არის გარდაცვლილი ქალი და რა კავშირი აქვთ მასთან რამას, ფულმატს და შუბჰამს.


ადრე ვწერდით ინდოელ ქალზე, რომელსაც ერთდროულად ოთხი ქმარი ჰყავდა, ისე რომ ქმრებმა არ იცოდნენ ერთმანეთის შესახებ (მიყევი ბმულს)


imageსტატიები - ქალი და მამაკაცი - არაჩანდა (intermedia.ge)

0
204
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
204
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0