x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
“კიდევ ორი წლით დაგტოვებთ, ოღონდ ბუდუ არ გააკარო”- რას წერს კოტე კემულარია

image


პარტია "ტრიბუნას" წევრი, კოტე კემულარია, საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელის, ვილი სანიოლიპორტუგალიასთან ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციას სოციალურ ქსელში ეხმაურება და მას ბუდუ ზივზივაძის სათადარიგო სკამზე დასმის და ქართველი ქომაგებისთვის ბრიყვის წოდების გამო აკრიტიკებს:


"საქართველოში ძალიან უყვართ ფეხბურთი, განიცდიან შეცდომებს, რომელთა გამოც მათი საყვარელი გუნდი ვერ აღწევს შედეგს.


მათ აქვთ სრული უფლება გააკრიტიკონ მწვრთნელი, მათი აზრით არასწორი მოქმედების გამო.


ბევრი, ძალიან ცნობილი მწვრთნელი გაუშვიათ გუნდიდან, გულშემატკივართა ერთსულოვანი მოთხოვნის გამო.
დაქირავებული უცხოელი მწვრთნელი, რომლისთვისაც კონტრაქტის პირობები-ვადა და ფული არის მთავარი, არ უნდა ბედავდეს იმ ქვეყნის მოქალაქეებს, სადაც სტუმრად არის, სწორედ საფეხბურთო მიზეზებით მისი კრიტიკის გამო, “ვიღაც ბრიყვები” უძახოს.


ქართველ მწვრთნელს რომ პარიზში, მისი გაკრიტიკების გამო, ფრანგი გულშემატკივრებისთვის ბრიყვები ეძახა, მას რას უზამდნენ???


სანიოლიღა გვაკლდა თბილისში დიქტატორად.
თავად გაუზრდელმა და ბრიყვმა ამის გამო ქართველებს ბოდიში უნდა მოუხადოს. სანიოლს არ უსწავლებია ჩვენი გენიოსი ბიჭებისთვის ფეხბურთის თამაში და ზედმეტს ნუ აიღებს თავის თავზე.


მას შარშან ორი წლით გაუხანგრძლივეს კონტრაქტი. 2025 წელს ვადა ეწურება.


“კიდევ ორი წლით დაგტოვებთ. ქართველი გულშემატკივარიც დაიკიდე. ოღონდ ბუდუ არ გააკაროო”—მისმა პროტეჟეებმა კალაძე-კობიაშვილმა უთხრესო”.


ამას ამბობს და წერს გაშვებული შანსებით გულდაწყვეტილ გულშემატკივართა მთელი არმია. ხუთ კაცს რომ შეცვლი, მიქაუტაძეს გაიყვან ბუდუს შანსს მაინც არ მისცემ, ლოგიკურია რომ დასჯას მიამსგავსებენ, იმ პირის მიმართ ვინც ევროპისკენ სვლა მოითხოვა და ძალადობა დაგმო."- წერს კოტე კემულარია სოციალურ ქსელში.


image





0
887
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
887