x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
მამაკაცმა კაზინოში ჯეკპოტი -4მლნ. დოლარი მოიგო და ადგილზე მოკვდა(ვიდეო)
image

ის თავის ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერ დღეს გარდაიცვალა.



60 წლის მამაკაცი მეგობარ ქალთან ერთად მივიდა კაზინო Marina Bay Sands-ში სინგაპურში.


მან დაიწყო თამაში და მოულოდნელად ფორტუნამ გაუღიმა - რამდენჯერმე მოიგო, შემდეგ კი საერთოდ ჯეკპოტი დაუჯდა- 4 მილიონი დოლარის ოდენობით(დაახლოებით 11 მილიონი ლარი).



რა თქმა კაზინოში ასეთი რამ ძალზე იშვიათად ხდება, ატყდა ჟრიამული. სხვა მოთამაშეების და კაზინოს თანამშრომლების აქცენტი მთლიანად იღბლიან მოთამაშეზე გადაერთო.


მიუახლოვდნენ, ულოცავდნენ და ტაშს უკრავდნენ, როდესაც მოულოდნელად სიტუაცია შეიცვალა.


კაცი ჯერ ვერ იჯერებდა, ასეთ მოგებას, მერე გაფითრდა, ხელები მკერდზე მიიდო და ზუსტად ბანქოს მაგიდის გვერდით დაეცა იატაკზე.


დაწესებულების თანამშრომლები მივარდნენ და მის გონზე მოყვანას ცდილობდნენ - უშედეგოდ. შემდეგ ექიმები გამოიძახეს.


მთელი ამ ხნის განმავლობაში მისი კომპანიონი ქალბატონი მამაკაცის გვერდით იდგა და განწირული ხმით ყვიროდა.

ადგილზე მისულმა ექიმებმა ვერ შეძლეს უბედური კაცის დახმარება და მხოლოდ მისი გარდაცვალება დაადასტურეს - კაცი საიქიოში ისე გაემგზავრა, რომ გონზე არც მოსულა.


0
545
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
545
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0