x
მეტი
  • 29.06.2024
  • სტატია:135660
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510019
"მორიგი სიკვდილისთვის თვალებში ჩახედვა და ახალი მიკერებული ცხვირი" - მუსიკოსი ლადო ბურდული ავარიაში მოყვა
image

.

ქართველი მუსიკოსი ლადო ბურდული რამდენიმე დღის წინ ავარიაში მოყვა. ამის შესახებ მუსიკოსი სოციალურ ქსელში ფეისბუქის საკუთარ გვერდზე თავადვე წერს. ლადო ბურდული არ აკონკრეტებს, რა ლოკაციაზე მოუხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, თუმცა მიღებული დაზიანებების შესახებ ის კონკრეტულ დეტალებს წერს. როგორც ირკვევა მუსიკოსს ცხვირის ოპერაციაც დასჭირდა. იყო სხვა სახის დაზიანებებიც.

.


გთავაზობთ ლადო ბურდულის სტატუსს უცვლელად:


"მორიგი ავარია სკუტერით, მორიგი სიკვდილისთვის თვალებში ჩახედვა, მორიგი უფლის წყალობა და ახალი მიკერებული ცხვირი სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობით. უფალს მადლობა და დიდება." - აღნიშნავს მუსიკოლო ლადო ბურდული.

.

შეგახსენებთ, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით ე.წ. სკუტერებით ავტოსაგზაო შემთხვევების მაჩვენებელი საკმაოდ გაზრდილია, რის გამოც ბოლო ხანს ხელისუფლება ამ საკითხის რეგულირებისთვის სხვადასხვა პრევენციული ნორმების გატარებაზე მუშაობს. უსაფრთხოების ნორმების გაზრდის მიზნით სხვადასხვა ამკრძალავი ნორმები დაინერგება და მძღოლებისთვის მოძრაობის წესები გამკაცრდება.

0
301
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
301
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0