x
მეტი
  • 29.06.2024
  • სტატია:135660
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510029
"ხვიჩა კვარაცხელიას უახლოეს გარემოცვას მოვუწოდებ!" – რას წერს შალვა ნათელაშვილი

image


"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი საქართველო-პორტუგალიის გადამწყვეტ მატჩამდე ცოტა ხნით ადრე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და ხვიჩა კვარაცხელიას უახლოესს გარემოცვას მიმართავს:


"ხვიჩა კვარაცხელიას უახლოეს გარემოცვას მოვუწოდებ დაანებონ ქოცობას თავი და ნუ ჩაითრევენ ამ წუმპეში ამომავალ ვარსკვლავსაც. თვითონ ხვიჩას კი მოვუწოდებ პორტუგალიასთან იმ დატვირთვით ითამაშოს, რაც ნამდვილად შეუძლია და ნაკლებად იფიქროს იმაზე ტრამვის შემთხვევაში ვინ რამდენ დაზღვევას გადაუხდის. ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც საკუთარი ინტერესები მეორე პლანზე უნდა გადაიტანოს. სწორედ ეს დღეა ხვალ ქართული ფეხბურთისა და სრულიად საქართველოსთვის. ასევე დიდი იმედი მაქვს, რომ ხვალ, ასევე ბუდუს თამაშით დატკბება ჩვენი და მსოფლიო საზოგადოება."- წერს შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს ქალაქ გელზენკირხენში, თბილისის დროით 23:00 საათზე დაუპირისპირდება. 3 მილიონ-ნახევარი ადამიანის ხმას საქართველოს ნაკრებს გელზენ კირხენის ფელტინს არენაზე 10 000-ზე მეტი ქართველი ქომაგი გააგონებს.






0
571
2-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
571