x
მეტი
  • 23.12.2024
  • სტატია:138989
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512550
ქალებისადმი მიძღვნილი ისტორიული ფოტოები, რომლებიც თქვენს მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება!

image

დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ ისტორიული ფოტოების კოლექციას, რომელიც ექსკლუზიურად მხოლოდ ქალების პორტრეტებს მოიცავს. აღნიშნული სტატიის მიზანი კი იყო მათი წარმოუდგენელი მრავალფეროვნებისა და უნიკალურობის დემონსტრირება და იმ მნიშვნელოვანი კვალის ჩვენება, რაც მათ ისტორიაში დატოვეს. მათ შორის იყვნენ ისეთებიც, ვინც ურთულეს პირობებში გადარჩენა მოახერხა, ვინც გმირობა ჩაიდინა, ვინც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მეცნიერებასა და კულტურაში და კოსმოსიც კი დაიპყრო. მათ რთული გზა განვლეს, ცხოვრებაში ბევრის გადალახვაც მოუწიათ, თუმცა გარშემომყოფების თვალში მაინც შთამაგონებლებად დარჩნენ.


image


ქალები არა მხოლოდ ქმნიდნენ, არამედ არაერთი დიდებული ადამიანის მუზებიც იყვნენ. გავიხსენოთ მაგალითად, 1950 წლის ეს ფოტო, სადაც ცხადად ჩანს თუ როგორ ნაზად ეამბორება სალვადორ დალი ხელზე საკუთარ მოდელს მადლიერების ნიშნად. ეს ქალბატონი კი ვინც ვერ იცანით, გეტყვით რომ ცნობილი ამერიკელი მსახიობი და მოდელი რაკელ უელჩია, რომლის გარეშეც ეს დიდებული ხელოვანი თავის მორიგ შედევრს ნამდვილად ვერ შექმნიდა.


image


აი, საცურაო კოსტიუმიც ამას ჰქვია! დამეთანხმეთ, რომ 1980-იანებისთვის აღნიშნული ფასონი საკმაოდ თამამი იყო. ფოტო სსრკ-ს სილამაზის პირველ კონკურსზეა გადაღებული.



image


იმისთვის, რომ ქალბატონებს სანაპიროზე გამოცვლის შესაძლებლობა ჰქონოდათ, მათ თან პორტატული გასახდელები უნდა ეტარებინათ. ფოტო აშშ-ში 1938 წელს არის გადაღებული. კარგია, რომ დღეს ქალებს მისი ტარება უკვე აღარ უწევთ.


image


1920 წლით დათარიღებული ფრანგ მემაქმანეთა ნატიფი გემოვნებით შესრულებული ნამუშევრის ფოტო, ასეთი სილამაზის შესაქმნელად დაახლოებით ერთი წელი იყო საჭირო.




image


ვერასდროს გამოიცნობთ, რას აკეთებს იტალიელი ასტრონავტი სამანტა კრისტოფერეტი. არა, ის ყველის ნაჭერს არ ყნოსავს და არც სძინავს, გოგონა უბრალოდ ცხვირის მოფხანას ცდილობს, რაც სკაფანდრში არც ისეთი მარტივი საქმეა.



image


ბრიტანელი მწერალი, დეტექტიური ჟანრის ოსტატი და 60-ზე მეტი რომანის ავტორი აგატა კრისტი პირველი მსოფლიო ომის დროს საავადმყოფოში მედდად მუშაობდა. ფოტოზე, რომელიც 1914 წლით არის დათარიღებული, სწორედ 24 წლის აგატა
კრისტის ხედავთ.


image



ჯეიზა გერი - გახლავთ ისტორიაში პირველი მოდელი "გველის ტყავით", რომელმაც თითქმის ყველა წამყვანი ტაბლოიდური ჟურნალის მთავარი გვერდები დაიპყრო. მისი კანი ასე იქთიოზის გამო გამოიყურება, რომელიც საკმაოდ იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადებაა.


image


1908 წელს ლონდონში IV ზაფხულის ოლიმპიური თამაშები ჩატარდა, სადაც სიმაღლეზე ხტომაში გოგონებიც ასპარეზობდნენ. უბრალოდ შეხედეთ, როგორ ჭიმავს სპორტსმენი ფეხს!


image



ცნობილი "გოგონა - აქლემი" - ელა ჰარპერი 1870 წელს იშვიათი გენეტიკური დაავადებით დაიბადა. მისი მუხლის სახსრები მეორე მხარეს სპეციფიურად იყო გადმობრუნებული, რის გამოც მას ნორმალურად სიარული არ შეეძლო, მაშინ ასეთი ადამიანები საკუთარი თავის რეალიზებას მხოლოდ ცირკში ახდენდნენ, და ელამაც იქ დიდ წარმატებას მიაღწია! გოგონა თავისი სასიამოვნო სახისა და გენეტიკური დაავადების კონტრასტული სხვაობის წყალობით კვირაში 5000 დოლარამდე გამოიმუშავებდა. ელა ჰარპერი 1921 წელს სიმსივნით გარდაიცვალა.


image


ყველა ქალი ძლიერია თავისი ინტელექტითა და სილამაზით. ეს ორი კონცეფცია კი 1955 წელს ტუჩსაცხის რეკლამაში გაერთიანდა.



image


ბოსტონის მარათონის ორგანიზატორები კეტრინ სვიტცერის შეჩერებას ცდილობენ. კეტრინი გახდა პირველი ქალი, რომელმაც 1967 წელს მარათონი გაირბინა, მანამდე ითვლებოდა, რომ ქალებს ამის გაკეთება არ შეეძლოთ.


image


გარუჯვა უკვე დიდი ხანია რაც მოდურ და მიმზიდველ ტენდენციად იქცა. 1940-იან წლებში შეერთებულ შტატებში ასეთ ავტომატებს ყველგან ნახავდით, რომელთა საშუალებითაც გარუჯვა სულ რამდენიმე წუთში იყო შესაძლებელი, თუმცა უცნობია რამდენად უსაფრთხო იყო მისი შემადგენლობა.


image


საინტერესოა, ამისთანა რა სიტყვა წარმოსთქვა პოლონეთის გაერთიანებული მუშათა პარტიის პირველმა მდივანმა, ვლადისლავ გომულკამ 1960 წელს, რომ აღლუმის მონაწილე ახალგაზრდა გოგონა პირდაპირ მის საკოცნელად გაემართა. როგორც ჩანს, მაღალჩინოსნის სიტყვა საკმაოდ შთამბეჭდავი აღმოჩნდა!







0
282
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
282