x
მეტი
  • 28.06.2024
  • სტატია:135658
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510029
ჩვენი, საერთო ანბანი ქართული ანბანი იყო – ჩერქეზის პასუხი

imageერთი აფხაზი თავადიშვილი, რომელიც ოსმალეთში იყო თავის ძმის, ოსმალეთში მუჰაჯირათ გარდახვეწილის სანახავათ ყვებოდა: სტამბოლში კავკასიის ყავახანაში შეიკრიბებიან ხოლმე ჩერქეზებიო (იქ ყველა კავკასიელს ჩერქეზებს ეძახიან თურმე) და ბევრ რამეებზე ოცნებობენო... ერთხელ ოსმალოსა და ჩერქეზებს, შუა ჩამოვარდა კამათობა და თითოეული თავის ეროვნების უპირატესობას ამტკიცებდა. ჩერქეზს სხვათა შორის, ეთქვა: ჩვენ საკუთარ მიწა-წყლიდან გადმოვარდნილი ვართ, უცხო ქვეყანაში ვცხოვრობთ და აქაც ასე მიგვყავს ჩვენი საქმე, აბა საკუთარ სამშობლოში რომ ვიყოთ, რაღა ვიქნებოდითო. ოსმალოს განეგრძო: თქვენ რაღა იყავით, როცა ანბანი არ გქონიათ, წერა-კითხვა არ იცოდითო? „ჩვენი საერთო ანბანი ქართული ანბანი იყოო“, მიეგოთ თურმე ჩერქეზებსა.


0
186
2-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
186
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0