მხატვრობა გარემოსთან შერწყმული ქუჩის მხატვრობა, რომელიც ქალაქს ახალისებს (35 ფოტო) 25 ივნისი, 8:21 ქუჩის ხელოვნება იმიტომ არსებობს, რომ დაამსხვრიოს სტერეოტიპები და ჩვენი ყურადღება მიიქციოს. მხატვრები, რომლებმაც ეს ტექნიკა აითვისეს, ცდილობენ რომ მათი ნამუშევრები გარემო პირობებს შეესაბამებოდეს და ირგვლივ მდებარე ნაგებობებთან, ჰარმონიაში მოდიოდეს. ხელოვნების ამ მიმართულებას საფუძველი, გასული საუკუნის 70-იან წლებში, ამერიკაში ჩაეყარა და დღეს უკვე, მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში, ფართოდ არის გავრცელებული. ქუჩის მხატვრების ზოგიერთი ნამუშევარი, უბრალოდ, გასაოცარია! ისინი თავიანთ ნამუშევრებში, აქტიურად იყენებენ ოპტიკურ ილუზიებს და ქალაქის მოსაწყენ პეიზაჟებს უნიკალურს ხდიან. OakOak – ნიჭიერი ქუჩის მხატვარია საფრანგეთიდან, რომელიც ჩვეულებრივ ქალაქურ პეიზაჟებს, სახალისო და გასაოცარ ხელოვნების ნიმუშებად გარდაქმნის. ის პარიზის სადრენაჟე მილებს, საცალფეხო გადასასვლელებს და ჩიხებს, სათამაშო სცენებად აქცევს, რომლებიც ხალხში ღიმილს იწვევს და ისინი ჩერდებიან, რათა უფრო ახლოს დაათვალიერონ. მისი ხელოვნება ადამიანებს, ყოველდღიური საქმიანობის კეთების პარალელურად, ქალაქი ახალი და საინტერესო სახით დანახვაში ეხმარება. მხატვრის შემოქმედება ისეთ განცდას ქმნის, რომ პარიზის ქუჩებში სიარულისას, გამუდმებით სიურპრიზების მოლოდინში უნდა იყოთ. ფრანგი მხატვარი საკუთარ თავს აღწერს, როგორც "მხიარულ მხატვარს, რომელსაც ურბანული ელემენტებით თამაში უყვარს". როგორც თავად ამბობს, მისი შემოქმედება, ძალიან მსუბუქ და იუმორისტულიდან – ძალიან შთამაგონებელ და სიღრმისეულ დიაპაზონებს შორის მერყეობს, რადგან ცდილობს, საზოგადოებაში ცნობიერების ისეთ მნიშვნელოვანი თემების შესახებ ამაღლებას, როგორიცაა კლიმატის ცვლილება და მისი გავლენა ადამიანის ცხოვრებაზე.
არხის სხვა სიახლეები:* მაღაროელებმა ქვანახშირის 300 მილიონი წლის ფილაში ადამიანის ჩონჩხი აღმოაჩინეს* ნეაპოლის მახლობლად 24 მეტრიანი ადამიანი–გიგანტის ნაშთი აღმოაჩინეს, რომლის ნახვა ადგილობრივ მუზეუმში შეგიძლიათ* ერთი შეხედვით, მარტივი გამოცანებია, თუმცა... (პასუხი აქვს)* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?46 2-ს მოსწონს
|