x
მეტი
  • 28.06.2024
  • სტატია:135658
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510029
ხასიათის გემო: რას ამბობს საყვარელი სოუსი თქვენზე?
კერძში სოუსივით ვართ, ახლობლების ცხოვრებას ვატკბობთ ან ვამწარებთ. ექსპერტები ირწმუნებიან: ის, რასაც ვამატებთ საკვებში, ბევრს ამბობს ჩვენს ხასიათზე და ჩვევებზე. კერძში კეტჩუპის, მაიონეზის ან მდოგვის დამატება საუბრობს იმაზე, რა დამოკიდებულება გვაქვს სხვების და, ზოგადად, ცხოვრების მიმართ.



image



რას ამბობს საყვარელი სოუსი თქვენზე?



1. კეტჩუპი: გულკეთილი

image


რბილი ხასიათის ადამიანი ხართ, ძალიან დატვირთული სოციალური ცხოვრებით. თქვენში დუღს სიცოცხლის დაუოკებელი წყურვილი, შესაძლებლობებს ხელიდან არ უშვებთ. მომხიბვლელი ხართ. წვრილმანები გახარებთ. მხიარული ხასიათის წყალობით კომპანიის სული და გული ხართ. თქვენი სიკეთე, როგორც კეტჩუპი, სასიამოვნო არომატებს მატებს თქვენს ყველა მოქმედებას.



2. მაიონეზი: მოაზროვნე


image



ზოგჯერ ფიქრობთ, რომ მორცხვი ხართ, მაგრამ სინამდვილეში ღრმად მოაზროვნე ადამიანი ხართ. თქვენი მოკრძალება მიუთითებს იმაზე, რომ ბრბოდან გამოყოფა არ გჭირდებათ. სიმშვიდის და თავშეკავებულობის მიუხედავად თქვენი ნიჭი თქვენს ნაცვლად საუბრობს სამსახურშიც და პირად ცხოვრებაშიც. გარშემომყოფები თქვენით აღფრთოვანებულნი არიან, რადგან მუდმივად აჭარბებთ ყოველგვარ მოლოდინს.



3. ბარბექიუს სოუსი: რისკის მოყვარული

image



მეგობრული ხასიათის მიუხედავად კონკურენტული სულისკვეთება გაქვთ. ლიდერის ხასიათი გაქვთ, ადრენალინი და მხიარული ნაკლებად მოძრავი დასვენება მოგწონთ. გარშემომყოფები გენდობიან და მათგან ერთგულებას ითხოვთ. მკაცრი მორალური პრინციპები გაქვთ, ამიტომ სწრაფად წყვეტთ კომუნიკაციას მათთან, ვინც თქვენს სტანდარტებს არ აკმაყოფილებს.



4. სალათის მაიონეზი: მშვიდი

image



მუზეუმში, სამხატვრო გალერეაში ან გამოფენაზე თქვენი ნახვა უფრო ადვილია, ვიდრე ლუდის ბარში. ბუნების და ხელოვნების სილამაზით ტკბებით. ცოტა, მაგრამ ძალიან ახლო მეგობარი გყავთ. განმარტოება, ხელსაქმე, ფოტოგრაფია გიყვართ. კრიტიკულ სიტუაციებში ყოველთვის მშვიდი, თავშეკავებული და ცივსისხლიანი ხართ.



5. პიტნის სოუსი: ენერგიული

image



სპონტანურობა თქვენი მეორე სახელია. დიდი გული გაქვთ და ყველაზე ჩვეულებრივ სიტუაციებშიც ნათელ მომენტებს ხედავთ. მეგობრების სახლში სასურველი სტუმარი ხართ თქვენი ენერგიულობის გამო. სხვისი გულის მოგების სურვილი თქვენი საჭიროებების უგულებელყოფას იწვევს.



6. ალაოს ძმარი: შურისმაძიებელი

image



მეგობრები ფიქრობენ, რომ კეთილი, მზრუნველი და ერთგული ხართ, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. თქვენი ახლობლები თქვენს სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს. თუ მოლოდინს ვერ ამართლებენ, მათთან კავშირს წყვეტთ. გადაწყვეტილებას იღებთ ფაქტებზე და არა ემოციებზე დაყრდნობით, ამიტომ კორპორაციულ სამყაროში გადარჩენა შეგიძლიათ. კარგი მოკავშირე ხართ, მაგრამ ღმერთმა არ ქნას, ვინმე თქვენი მტერი გახდეს.



7. ყავისფერი სოუსი: ჯიუტი

image



ცნობილი ხართ მტკიცე შეხედულებებით. თქვენი ინტერესების დასაცავად მზად ხართ დინების საწინააღმდეგოდ გაცუროთ. ხანდახან მომაბეზრებელი ხართ, მაგრამ ეს არ გაჩერებთ. კომუნიკაციისთვის ირჩევთ ადამიანებს, რომლებიც დაგეხმარებიან ცხოვრების გაუმჯობესებაში. სულელები არ გიყვართ და ამით ამაყობთ.



8. სოიოს სოუსი: თავშეკავებული

image



ნამდვილი ქამელეონის მსგავსად, იცით, როგორ მოერგოთ სიტუაციას. სიტუაციის შეცნობის და ემოციურად მორგების უნარით ცხოვრების ნებისმიერ სფეროში წარმატებას აღწევთ. პირად ცხოვრებაში ძალიან თავშეკავებული ხართ და მაშინვე ვერ იხსნებით. თუ იპოვით ადამიანს, ვისთანაც დაახლოებას შეძლებთ, მისი ერთგული მეგობარი გახდებით.



9. რელიშის სოუსი: ულმობელი

image



კმაყოფილი ვერ იქნებით, სანამ არ იგრძნობთ, რომ დიდი მიზნის მისაღწევად სწორი მიმართულებით მოძრაობთ. საშუალოობა თქვენთვის არაა. ნაკლების მიღებაზე თანახმა არ ხართ. ფიქრობთ, რომ მეტს იმსახურებთ. ულმობელი ხართ მათ მიმართ, ვინც თქვენს ენერგიას და სწრაფვას არ შეესაბამება. ხშირად შეახსენეთ საკუთარ თავს, რომ იყოთ უფრო ტოლერანტული სხვების მიმართ.



10. მდოგვი: პრობლემის მომგვარებელი

image



ორგანიზატორად ხართ დაბადებული. სხვებს პირადი და სოციალური პრობლემების გადაჭრაში ეხმარებით. ეს როლი მოგწონთ, რადგან ხშირად სხვებზე უკეთეს გადაწყვეტილებებს იღებთ. ძალიან ერთგული მეგობარი ხართ, რომელიც მეგობრებზე და ახლობლებზე ზრუნავს. ხანდახან გრძნობთ, რომ პასუხისმგებლობით გადატვირთული ხართ, მაგრამ სხვების დახმარებას აგრძელებთ. უნდა ისწავლოთ უარის თქმა, რათა თავიდან აიცილოთ გადაწვა.



ასევე დაგაინტერესებთ:

ხილის ფსიქოლოგია – რას ამბობს საყვარელი ხილი თქვენს ხასიათზე

პიროვნების ტიპის დასადგენი ტესტი მაიერს-ბრიგსის მიხედვით: მხოლოდ 4 კითხვაზე პასუხი დაქალზე უკეთ დაგახასიათებთ

სახალისო ტესტი: როგორ ატარებთ ჩანთას? თქვენს პასუხს ბევრი რამის თქმა შეუძლია

ტესტი: წარბის ფორმა განსაზღვრავს, თუ რამდენად აგრესიული ხართ

ის, თუ როგორ სხედხართ, თქვენს პიროვნებაზე ბევრ რამეს ამბობს


0
13
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
13