სხვა
შოკისმომგვრელი ტრადიციები: ავას ტომის ქალები, რომლებიც გარეულ ცხოველებს ძუ#უთი კვებავენ
23 ივნისი, 17:08
ამაზონის ტყის სიღრმეში ბუნებასთან სრულ ჰარმონიაში საოცარი ავას ტომი ბინადრობს. ოდესღაც ისინი თავიანთი საგვარეულო მიწებიდან ევროპელმა კოლონისტებმა განდევნეს, ახლა კი, ეს უძველესი ტომი გადაშენების საფრთხის ზღვარზე იმყოფება.
500 წლის წინ, ავას ტომი ათი ათას ადამიანს შეადგენდა, ახლა კი მათი რაოდენობა 4 ათას ძლივს აღწევს, მათ უმრავლესობას გარე სამყაროსთან შეხება თითქმის არასდროს ჰქონია.
"ცივილიზაციიდან" ცოტა ვინმემ თუ მოახერხა ავას ტომთან ცოტათი მაინც მიახლოება და მათი ცხოვრების წესის ახლოდან გაცნობა. ფოტოგრაფი დომენიკო პულიეზე ერთ-ერთი იმ იღბლიანთაგანია, რომელმაც ამ გადაშენების ზღვარზე მყოფ უნიკალური ტომის წარმომადგენლებთან გარკვეული დრო გაატარა და მათთვის ერთგვარ "ეგზოტიკურ გასართობადაც" კი იქცა.
დღესდღეობით, ავას ტომი საკუთარ სახლად ჯუნგლებს მიიჩნევს, სადაც ისინი ბუნებასთან სრულ ჰარმონიაში იმყოფებიან. ავასთვის ოჯახი - ყველაზე მნიშვნელოვანია, ვინაიდან მათ ვერ წარმოუდგენიათ როგორ შეიძლება ადამიანმა ოჯახის გარეშე იცხოვროს.
ავა სრულ ჰარმონიაშია არა მხოლოდ ბუნებასთან, არამედ ცხოველებთანაც, რომლებსაც ისინი ასევე თავიანთი ოჯახის წევრებად თვლიან: შინაურ ცხოველებად ისინი როგორც მაიმუნებს, ასევე ციყვებს, გარეულ ღორებსა და მღრღნელებს მიიჩნევენ. მათ შორის არსებული კავშირი კი იმდენად ძლიერია, რომ ქალები ძუძუთი არა მხოლოდ შვილებს, არამედ თავიანთ შინაურ ცხოველებსაც კი კვებავენ. განსაკუთრებით მათ გიგანტური მღრღნელები - პრიმატები და აგუტები უყვართ.
და მაშინაც კი, თუ მაიმუნები მოგვიანებით ტყეში მიდიან, მრავალი წლის შემდეგაც კი ავას შეუძლია თავისი "ჰანიმა" ამოიცნოს - ასე ეძახიან ისინი თავიანთ შინაურ ცხოველებს, რომლებიც მათი ოჯახის ნაწილი ხდებიან. ეს ფაქტი არის საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ რამხელა უფსკრულია ცივილიზაციასა და ველურ ტომებს შორის, და თუკი ჩვენ ამ ცივილიზაციის ნაწილი ვართ, მაშინ ისინი - ბუნების ნაწილი არიან.