x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
ავა - ამაზონის ველური ტომი, რომელიც ყველაზე დაუცველია და გაქრობის პირასაა

image


ავა ამაზონის ჯუნგლების ყველაზე დაუცველი ტომია, რომელიც ეწევა მომთაბარე ცხოვრებას. კერძოდ, 500 წლის წინ, მარანიანის შტატში ცხოვრობდა ათიათასობით ავას ტომის ადამიანი ცხოვრობდა. ყველაფერი შეიცვალა იმის მერე, რაც ამ ადგილას პორტუგალიელი კოლონისტები ჩავიდნენ. კოლონისტებმა ადგილობრივები განდევნეს მიწებიდან. დღეისათვის მხოლოდ 400-მდე ავას ტომის ადამიანი შემორჩა. მათგან დაახლოებით 60-ს არასოდეს ჰქონია კონტაქტი გარე სამყაროსთან, ანუ ტომის გარეთ სხვა ადამიანებთან.

ავას ტომის ადამიანების დიდი ნაწილი გარდაიცვალა ოკეანეებიდან კოლონისტების მიერ ჩამოტანილი დაავადებებით (ჩუტყვავილა, წითელა, გრიპი და ა.შ.). სიკვდილს გადარჩენილები კოლონისტებმა დაიმონეს და შაქრის ლერწმისა და კაუჩუკის პლანტაციებში ამუშავებდნენ ძალით.

1835 წელს, მრავალსაუკუნოვანი მონობის მერე, მარანიანის ტომი აჯანყდა ევროპელი მჩაგვრელების საწინააღმდეგოდ. 5-წლიანი გამოსვლების შედეგად ადგილობრივი ტომის დაახლოებით 100 000 ადამიანი დაიღუპა. აქედან მოყოლებული, ავას ტომი იძულებული გახდა, დაეწყო მომთაბარე ცხოვრება, რათა გენოციდი (სრული გაქრობა, განადგურება) თავიდან აეცილებინა. მოდმევნო 200 წლის განმავლობაში ავას ტომის ადამიანები გახდნენ გამოცდილი მონადირეები და ისწავლეს დროებითი საცხოვრებლის აშენება რამდენიმე საათში, რათა რამდენიმე დღეში ისევ გაეგრძელებინათ გზა. მომთაბარე ცხოვრების წესის გავლენით, მათ დაკარგეს სამეურნეო ცხოვრებისათვის საჭირო უნარები, მათ შორის ცეცხლის დანთებისაც კი.

1982 წელს მსოფლიო ბანკმა და ევროკავშირმა ბრაზილიას მისცა სესხი, 900 მლნ. აშშ დოლარი ძირძველი ტომის მიწების (ამაზონის ტყეების) დასაცავად, მაგრამ უკანონო ტყისმჭრელებმა (ბრაკონიერები) განაგრძეს კიდევ ხეების მოჭრა 30 წლის განმავლობაში. მიუხედავად ამისა, ავას ტომი დაუცველია, რადგან ამაზონის ტყეებში, ჯუნგლებში ხშირია ხანძარი. უნდა ვიფიქროთ, რომ რანჩოს მფლობელებს ხელს აძლევს ეს გარემოება, მათ სურთ ტყეების ადგილას მიწის პლანტაციების მოწყობა და შესაბამისად, ავას ტომის იქიდან აყრაც.

0
130
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
130
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0