ვილი სანიოლი გაუგებარია რა მოტივაციით არ ათამაშებს საუკეთესო ფორმაში მყოფ ბუდუ ზივზივაძეს
ჩემთვის სრულიად გაუგებარია საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთვნელის, ვილი საქციელის ტაქტიკა, ასევე გაუგებარია რატომ უზის ეროვნული ნაკრების წევრი ფეხბურთელი სათადარიგოთა სკამზე, როცა ბუბუ ზივზივაძემ, როგორც "კარლსრუეს" ფორვარდს იდეალური სეზონი ჰქონდა, შესარჩევ ჯგუფში ძალიან მაღალეფექტური თამაში გვანახა და ის, რომ ეროვნული ნაკრები დღეს ევროპის ჩემპიონატზე დამაშობს ბუდუს წვლილიც ძალიან დიდია.
მაშ რაა მიზეზი, რომ ეს ფეხბურთელი 2 შეხვედრის მანძილზე საფეხბურთო მოედანს არ გააკარა ვილი სანიოლმა?
დღეს ყველა ფეხბურთის "ექსპერტია", ჟურნალისტი მერაბ მეტრეველის სრულიად უაზრო თემიდან ამოვარდნილმა პოსტმა, სადაც სანიოლს "აპრავებს" დამატებითი კითხვები გააჩინა. 2 განსაკუთრებით მნიშვნელოვან შეხვედრაში, რომ არ ათამაშებ ბუბუ ზივძივაძის მონდომების, ლ;ასის და ეფექტის დამდებ ფეხბურთელს, აშკარაა სამწვრთვნელო შტაბში რაღაც ვერაა რიგზე.
პატივცემულ მერაბ მეტრეველს კი ვურჩევ, ისევ პოლიტიკის თემებში იაქტიუროს, რადგან აშკარაა ფეხბურთის "გარტყმაში" არაა და არც ჩვენთვისაა დიდად საინტერესო რა განაცხადა ვილი სანიოლმა პრესკონფერენციაზე, ამ მწვრთვნელმა ორ მშნიშვნელოვან შეხვედრაში ვერ გამოიყვანა ისეთი შემადგენლობა, რომელსაც დასახული ამოცანის შესრულება შეეძლო. არანაირი გადაადგილება პოზიციურად, არანაირი დროული ჩანაცვლება ფეხბურთელების.
ვილი სანიოლი არაა კრლო ანჩელოტი და ვერც ვერასდროს გახდება, ანჩელოტს შეუძლია თამაშის გადარჩენა ბოლო წუთებზე, რაც გააკეთა ბევრჯერ და წელს სწორედ ასეთი ტაქტიკის წყალობით, როცა საჭირო დროს და საჭირო პოზიციებზე შეყავს ახალი ძალა იგებს შეხვედრას, გახდა ჩემპიონთა ლიგის თასის მფლობელი.
რა ტაქტიკა აქვს სანიოლს, როცა არცერთი შორეული დარტყმა ძლიერი წვიმის პირობებში არ განგვიხორციელებია თურქეთთან შეხვედრისას, როცა დამძიმებული ბურთის დაჭერა მეკარისათვის რთული იქნებოდა. სანიოლმა ვერ დაგვანახა ეფექტური ცვლილებელი, მისი გუნდი გაუგებარი მონახაზის გამო ვერ ფლობს ცენტრს და კონტრშეტევაზე აგებს თამაშს, თან უამრავ მომენტს უშვებს ხელიდან.
ლოგიკას მოკლებულია იმის თქმა, თითქოს ევროპის ჩემპიონატზე გასულ ნაკრებს გამოუცდელობის გამო აქვს პრობლემები. ეროვნულ ნაკრებში თამაშობენ ძირითადად ლეგიონერები, რომლებსაც გამოცდილება არ აკლიათ და დიდი ტურნირის შიში ნამდვილად არ უნდა ჰქონდეთ.
პორტუგალიას ქულა არ ჭირდება და სათადარიგო გუნდს გამოიყვანსო, წერენ დილეტანტები. სწორედ სათადარიგო ფეხბურთელების მოედანზე გამოყვანის გამი იქნება უმძიმესი პორუგალიის ნაკრებთან ბრზოლა, რადგან ძირითად შემადგენლობაში ადგილის დასაკავებლად პორტუგალიელი ახალგაზრდები თავს არ დაზოგავენ.
ბუდუ ზივზივაძე თუ არ გამოიყვანა სანიოლმა პორტუგალიასთან, ეს იქნება საბოტაჟი ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ. მე არ ვიცი რა ცვლილებებს გეგმავს სანიოლი, მაგრამ ფაქტია მისი მონახაზი და მის მიერ შერჩეული ძირითადი მოთამაშეები ვერ დებენ სასურველ შედეგს უზუსტობის გამო.
ბევრჯერ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, 2-3 ფეხბურთელის იმედად ნაკრები ვერ გაიმარჯვებს, წავიდა პელეს, მარადონას და დელ-პიეროს თამაშის პერიოდი, როცა ინდივიდუალური თამაშის ხარჯზე გუნდი იმარჯვებდა.
ახლა იგებს ნაკრები და არა სიკო და ნიკო. სანაკრებო შეხვედრებმა განმიმტკიცა რწმენა, რომ ხვიჩა კვარაცხელია საშუალო კლასის ფეხბურთელია, რომელიც პროგრესს არ განიცდის, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს. ერთია თამაშობდე "ნაპოლში" საშუალოზე მაღალი კლასის ფეხბურთელების გვერდით და მეორეა, სანაკრებო დონეზე ითამაშო მაღალი კლასის ფეხბურთი, რომელიც ბუდუ ზივზივაძეს ნამდვილად შეუძლია.