ამოცანები ერთი შეხედვით, მარტივი გამოცანებია, თუმცა... (პასუხი აქვს) 24 ივნისი, 8:24 ეს გამოცანები, ერთი შეხედვით შეიძლება მარტივადაც მოგეჩვენოთ. მაგრამ, სინამდვილეში, ასე არ არის და პასუხის საპოვნელად, დიდხანს მოგიწევთ ფიქრი. თუმცა, თუ მსგავსი ტიპის თავსატეხები გიყვართ, აუცილებლად მიხვდებით! 1. კასრის ღვინო მაღაზიაში 6 კასრი ღვინო მიიტანეს. სურათზე ნაჩვენებია, თუ სასმელის რამდენი სათლია თითოეულ კასრში. პირველივე დღეს ღვინო ორმა რესტორანმა შეიძინა: ერთმა — 2 კასრი იყიდა, მეორემ — 3. ხოლო მაღაზიაში, მხოლოდ 1 კასრი დარჩა. რომელი კასრი დარჩა მაღაზიაში, თუ ცნობილია, რომ პირველმა მომხმარებელმა 2–ჯერ ნაკლები ღვინო შეიძინა, ვიდრე მეორემ? 2. შეხვედრა ქუჩაში სურათზე 2 ბიჭია, ერთს სანდრო ჰქვია, მეორეს გიორგი. სანდრო № 23 სახლში მიდის, გიორგი კი — № 7. რომელია სანდრო და რომელი გიორგი? 3. იპოვე ერთი განსხვავება სურათებზე განსხვავების მოძებნა — ყურადღების კონცენტრაციის განვითარების შესანიშნავი სავარჯიშო. წინა 2 გამოცანასთან შედარებით, ეს ბევრად უფრო მარტივი ამოსახსნელია, რადგან მხოლოდ ერთი განსხვავება უნდა მოძებნოთ. პასუხები:1. დარჩა კასრი № 20 მაშ, ასე. სწორი პასუხის მისაღებად, უნდა ისე უნდა დავაჯგუფოთ კასრები, რომ ერთი ჯგუფის ნომრების ნაკრები, მეორე ჯგუფის ნაკრებზე, 2–ჯერ მეტი იყოს. ამასთან, ერთ ჯგუფში 2, მეორეში — 3 კასრი უნდა შედიოდეს. ახლა კი დავთვალოთ: პირველმა წაიღო: 15+18=33 მეორემ: 16+19+31=66. ე. ი. დარჩა კასრი, რომელსაც 20 აწერია. 2. სანდრო ბიჭია, რომელსაც ქუდი ახურავს. ნახატს თუ დააკვირდებით, ნახავთ, რომ ბიჭები ერთმანეთს, № 19 სახლთან შეხვდნენ. თუ სიარულს ქუჩის თავიდან, ანუ № 1 სახლიდან დავიწყებთ, კენტ ნომრიანი სახლები მარცხენა მხარეს იქნება და მარცხნიდან — მარჯვნივ, აღმავალი თანმიმდევრობით გაიზრდება. შესაბამისად, რადგან ქუდიანი ბიჭი № 23 სახლში მიდის, ე. ი. ის სანდროა. 3. განსხვავება, მარჯვენა სურათზე, თაროს ქვეშ, ნარინჯისფერი ქსელია არხის სხვა სიახლეები:* ნეაპოლის მახლობლად 24 მეტრიანი ადამიანი–გიგანტის ნაშთი აღმოაჩინეს, რომლის ნახვა ადგილობრივ მუზეუმში შეგიძლიათ* 3 მტკიცებულება, რომ ედგარ ალან პოს დროის მანქანა მართლაც ჰქონდა* გამოცანები ტვინის გასავარჯიშებლად (პასუხები აქვს)* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?170 3-ს მოსწონს
|