x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
რა შეეძლო ერთ ზაფხულს?

image

რა შეეძლო ერთ ზაფხულს?
სოფლის კლუბში ინდური ფილმების ჯადოსნური სამყაროს დაწყება.
მეზობელი ბავშვების ხვეწნა: “გამოუშვით რა, ჩვენ მოვაცილებთ".
image
დიდი ბიჭების სტვენა და საგულდაგულოდ გამოპრანჭული, “ფჩოლკა" დაყენებული გოგონების ჩუმი თვალთვალი.
image
არხზე საბანაოდ წასვლა და პირველი სირცხვილი ბიჭების წინაშე სველი, ტანზეშეწებებული კაბების გამო.
image
საღამოობით, სოფლის მტვრიან ორღობეებში გადმოწვდილი თხილების დაკრეფა და ერთი თხილის გულის ცხრა ძმაზე გაყოფა.
image
ყველაზე “რომანტიული" საღამოები, გზად გამოშლილი ნახირი და გარდერობში ძლივს ნაპოვნი, ახალგაუთოვებული კაბით გამოფრიალება ორღობეებში ჩამომსხდარი ჭორიკნების “თვალის ასახვევად".
image
ოცნებებით სავსე ძილისწინა წუთები და ტკბილი, ჩიტების ჭიკჭიკითა და მზის სხივებით გათენებული დილა.
image
რა შეეძლო ერთ ზაფხულს? ნამდვილი ბედნიერების მონიჭება, ჩვენი გაზრდა და შეხედულებების გადაფასება შეეძლო, სასექტემბრო მზადება და აგვისტოს მიწურულს მომატებული გულისცემა სკოლის მოახლოების გამო.
ახლა აღარ ვიცი, რა შეუძლია ერთ ზაფხულს. იქნებ, ისიც ისე შეიცვალა და დაიღალა, როგორც ამ ტექსტის ავტორი, იქნებ, აღარაფერი იცვლება- გარდა თარიღებისა. ან იქნებ, ზაფხული მხოლოდ ბავშვობაა და მას გაზრდილ, ბავშვობაჩამოტოვებულ ადამიანებთან აღარაფერი ესაქმება.
image

ავტორი :ნანა ბეკოშვილი
0
53
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
53
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0