x
მეტი
  • 28.06.2024
  • სტატია:135634
  • ვიდეო:351961
  • სურათი:509989
იცოდით თუ რატომ არა აქვს ფეხბურთის ცოცხალ ლეგენდას, კრიშტიანუ რონალდუს არცერთი ტატუ
image
მოგეხსენებათ, სპორტსმენების დიდი ნაწილი ინდიელების მეომარი ტომივითაა ტატუებით მოხატული, ჩემი განსახილველი არაა ვინ გაიკეთებს ტატუს და ვინ არა, როცა სამწუხაროდ მეტისმეტად ახალგაზრდა ასაკში ორი ტატუ მაქვს გაკეთებული, ქართული 8 ქიმიანი ჯვრის და არწივის.

სათაურში დავწერე თუ იცით რატომ არა აქვს ფეხბურთის ცოცხალ ლეგენდას კრიშტიანო რონალდუს ტატუ მეთქი!


საქმე კი შემდეგშია, კრიშტიანუ ძალიან დიდი ხანია რაც ნებაყოფლობით აბარებს სისხლს და უკვე სტაჟიანი დონორია, ნებისმიერი მოსულობის ტატუს გაკეთების მერე მინიმუმ ნახევარი წელი დონორობა აკრძალულია მიზეზთა გამო, რადგან დონორის სისხლში ტატუს გამო ჩნდება ფერმენტები, რომელთა გამო დონორის სისხლის გადასხმა არ შეიძლება ავადმყოფისთვის.

სწორედ ამ მოტივით არ იკეთებს ლეგენდარული პორტუგალიელი ტატუებს კოლეგებისგან განსხვავებით.

2015 წელს კრიშტიანუ რონალდუ დაასახელეს მსოფლიოში ქველაზე ქველმოქმედ სპორცმენად, რომელიც სხვის ჯანმრთელობაში დონორობის გარდა ასეულ ათასობით დოლარს ხარჯავს ქველმოქმედებაში და ამას სრულიად უხმაუროდ აკეთებს.


რონალდუმ საქველმოქმედო მიზნებისთვის აუქციონის წესით გაყიდა "ოქროს ბურთი" 750 000 დოლარად, ამ ფულით დააფინანსა საბავშვო საავადმყოფო ჩილეში და მის ფანს 9 წლის ბიჭს, მკურნალობა სრულად დაუფინანსა და ეს უმცირესი ნაწილია რონალდუს ქველმოქმედებებიდან.


რონალდუს გარეგნობა საზოგადოებას აფიქრებინებს, რომ ის ამპარტავანი და მედიდური ადამიანია, მოვლილი სხეული, მდიდრული ვარცხნილობა, ძალიან მდიდრული სპორტული მანქანები, ცნობილი დიზაინერების მიერ ექსკლუზიურად მისთვის შექმნილი ტანსაცმლის იმალება უბრალო ადამიანი, რომელიც დაუნანებლად და დაუფიქრებლად უწვდის დახმარების ხელს საჭიროების მქონე ადამიანებს. კრიშტიანუ რონალდუმ საკუთარი სახსრებით პორტუგალიელ მ პირებს 200-ზე მეტი სპეციალური შეკვეთით დამზადებული ეტლები ჩაუტანა და ამაზე ხმაც კი არ ამოუღია, მაგრამ პორტუგალიის ჯანდაცვის მინისტრზე ბრიფინგზე ისაუბრა და დიდი მადლობა გადაუხადა ცნობილ პორტუგალიელ ფეხბურთელს უანგაროდ გაკეთებული კეთილი საქმისათვის.

კრიშტიანუ სისხლის გადასხმის მომენტში.

image
იტალირური საინფორმაციო საიტის "direttanews"-ან ინტერვიუს დროს რონალდუმ განაცხადა: " მე არ ვიკეთებ ტატუებს შეგნებულად, რათა ამით არ მოვუსპო სისხლის გადასხმის საჭიროების მქონე ადამიანებს ჩემი დონორობის საშუალება".

2011 წელს თანაგუნდელის ბიჭს აღმოაჩნდა სისხლის სიმსივნის უმძიმესი ფორმა, მაშინ კრიშტიანუ გვერდით დაუდგა თანაგუნდელს და რადგან მისი ძვლის ტვინი შესაბამისობაში აღმოჩნდა პატარა ბიჭის დონორობისათვის, რონალდუმ ძვლის ტვინის დონორობაც იკისრა.

ასეა, ხშირად გარეგნობა გვატყუებს, რონალდუ რომელიც ამპარტავანი ვარსკვლავის იმიჯს ტოვებს, სულაც არაა ასეთი. ფეხბურთელი ყოვლწლიურად მინიმუმ 1 მილიონ დოლარს ხარჯავს ქველმოქმედებაში და მაქსიმალურად ცდილობს ანონიმად დარჩეს, მაგრამ ის იმდენად ცნობილია ინფორმაცია მალევე ხდება საჯარო, რაზეც პორტუგალიელი ფეხბურთელი ხშირად წუხს და ამბობს, რომ ქველმოქმედებას არ ჭირდება გახმაურება.


0
125
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
125