x
მეტი
  • 28.06.2024
  • სტატია:135635
  • ვიდეო:351961
  • სურათი:509989
"ეს იყო ჩემთვის ძალიან მტკივნეული და მიუღებელი"- ვიკა ბუკია გიორგი ვაშაძეს

image


ჟურნალისტი ვიკა ბუკია სოციალურ ქსელში გიორგი ვაშაძის მიერ "ტვ პირველის" ეთერში გაკეთებულ სრულიად დისკრიმინაციულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის განცხადებას ყოვლად "დაუშვებელს" და "მიუღებელს" უწოდებს:


"გიორგი ვაშაძის განცხადება იყო დაუშვებელი, ჩემთვის ძალიან მტკივნეული და მიუღებელი. ჩემს რეპლიკაზე, რომ იმედია აუტიზმში შეურაცხმყოფელი ფორმა არ უგულისხმია – მან იქვე მიპასუხა, რომ ნამდვილად არ უგულისხმია ის, რაც მოვისმინეთ. თუმცა მეტი სიცხადე უნდა შეიტანოს თავად მან და როგორც მეტი პასუხისმგებლობის მქონე საჯარო პირმა ბოდიში მოიხადოს. ეს ჩემი აზრია.


აი, რატი იონათამაშვილმა, ქოცმა დეპუტატმა, რომელმაც ეს ეთერი დაიხვია ფარისევლურად, საერთოდ ხმა არ ამოიღოს როცა საუბრობს სპექტრის მქონე ბავშვებზე. ნუ ახსენებს იმ ბავშვებს, ვისაც მომავალი წაართვა. ასევე არ ახსენოს შშმ პირები, რადგან ის თავად წარმოადგენს შშმ პირს, რომელსაც ნული მგრძნობელობა აქვს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანების მიმართ. მის მიერ მიღებული რუსული კანონი ამის მაგალითია.


ის არის არამზადა დეპუტატი, რომელმაც არათუ სამშობლო გაყიდა, არამედ დაუკარგა ჩვენი ქვეყნის თანამოქალაქეებს იმედი უფრო მარტივად დაძლიონ ყოველდღიური გამოწვევები, იცხოვრონ სრულფასოვნად და ღირსეულად, ნაკლები ბარიერებისა და შეზღუდვების ფინზე, რადგან მხოლოდ ევროპაზე გადის ის გზა, რომელიც ეტლით მოსარგებლე ადამიანისთვისაც კი ადვილად გადასალახია. ხოლო რუსეთში ყველას ცხოვრება სულ უფრო ჯოჯოხეთურია და იონათამაშვილს თუ უნდა თავად შეუძლია გამოსცადოს საკუთარ თავზე, სხვებს კი დაანებოს თავი.


პოლიტიკოსებო, ვისაც პროდასავლური სწრაფვა გაქვთ და სურვილი გახადოთ ქვეყანა ევროპის ნაწილი. ძალიან კარგად იცით, რომ ევროპა მხოლოდ გეოგრაფიული ერთეული არაა, ევროპული ფასეულობები პირველ რიგში დაშენებულია ემპათიაზე, თანასწორობაზე და ურთიერთპატივისცემაზე, ამიტომაც მივისწრაფვით იქ; ჰოდა ეს ყველაფერი ჩვენს თავში უნდა ვიპოვოთ ჯერ. გმართებთ მეტი დაფიქრება, სანამ თქვენი სიტყვებით გულს ატკენთ კარგ ხალხს და გაახარებთ კოლექტიურ რატის."- წერს ვიკა ბუკია სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მისამართით დისკრიმინაციული განცხადება გააკეთა.


როგორც ვაშაძემ ტელეკომპანია "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა, ირაკლი კობახიძე აუტისტი ადამიანია, ის ხალხს არ ესაუბრება და იზოლაციაშია.

"ელექტორალურად ძალიან ისეთი აუტისტი ადამიანია. არ ესაუბრება, ხელს არ იმასშვება, მიხვდით? ისეთია, იზოლაციაშია ძალიან. კობახიძე და ხალხთან კონტაქტი, მგონი, რთულად წარმოსადგენია. ხალხთან კი არა, საოკუპაციო ზოლზე არ არის ჩასული ადამიანი", - განაცხადა ვაშაძემ.






0
369
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
369