x
მეტი
  • 28.06.2024
  • სტატია:135635
  • ვიდეო:351961
  • სურათი:509989
ბიძინა კვერნაძის სახელობის ფესტივალი წელს უკვე მესამედ ტარდება
image

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, აჭარის
კულტურის სამინისტროსა და ბათუმის მერიის მხარდაჭერით, ბიძინა კვერნაძის
სახელობის ფესტივალი წელს უკვე მესამედ ტარდება.


ფესტივალის ფარგლებში, ორი ღონისძიება 14 ივნისს, ოპერის "მედეა" წარმოდგენა და 15 ივნისს, ვაჟა აზარაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო, უკვე გაიმართა ბათუმში, რამაც მაყურებლის დიდი მოწონება და აღფრთოვანება დაიმსახურა.


29 ივნისს, ფესტივალი თბილისში დაგეგმილი ღონისძიებით გრძელდება, სადაც გალა-კონცერტზე, რუსთაველის ეროვნულ თეატრში, ქართული თეატრისა და კინოს მუსიკის ახლებურ ვერსიებს მაესტრო ნიკა ნიკვაშვილიწარმოგიდგენთ მომღერალ გიორგი სუხიტაშვილთან ერთად. გიორგი სუხიტაშვილი სცენაზე წარდგება თავის კოლეგებთან, სოფო ხალვაშსა და მიშო ჯავახიშვილთან
ერთად.



ფესტივალის პარტნიორები არიან კომპანია "ლაქი როუდი", ლიდერი დეველოპერული კომპანია "არქი", Artizan Design Hotel, "გელათი რეზიდენსი", "რედისონ ბლუ ბათუმი", რესტორანი "ლუმი", "პალიტრა მედია ჰოლდინგი", ambebi.ge, ტელეკომპანია "იმედი".


R

0
5
შეფასება არ არის
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
5
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0