x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
უკრაინაში, კერძოდ ხერსონში ქოლერა გავრცელდა
image

ხერსონში დაფიქსირდა ქოლერა სამხედროებსა და სამოქალაქო პირებს შორის.


ხერსონში, რომელსაც უკრაინის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ, დაფიქსირდა ქოლერის აფეთქება უკრაინის სამხედროებსა და სამოქალაქო მოსახლეობაში, ხელისუფლება ცდილობს ეპიდემიის დამალვას. ამის შესახებ იტყობინებიან ადგილობრივი პრორუსები.


"ხერსონში ქოლერის აფეთქებაა. საავადმყოფოებში უკვე 100-მდე ადამიანია. სულ მცირე 12 დაიღუპა. ძირითადად სამხედროები, მაგრამ უკვე ფიქსირდება მშვიდობიანი მოსახლეობის ინფიცირების შემთხვევები“, - ამბობს წინააღმდეგობის წევრი.



ადგილობრივი წყარო იტყობინება რომ უკრაინის ხელისუფლებას მოსახლეობაში პანიკის ეშინია და ამიტომ მალავს ეპიდემიის ფაქტს, დაავადების შემთხვევებს მუცლის ტიფად ასაღებს.


წინასწარი მონაცემებით, დაავადების გავრცელების წყარო შესაძლოა წყალი იყოს. ახლა დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე რამდენიმე დასახლების წყალმომარაგების სისტემა საფრთხეშია. მაგალითად, დაავადება შეიძლება გავრცელდეს ანტონოვკას, სადოვოის, ბელოზერკის, დნეპროვსკისა და კიზომისის რაიონებში.

image

ქოლერა (ბერძ. cholera) — ადამიანის მწვავე ინფექციური დაავადება; ახასიათებს ძლიერი ფაღარათი და პირღებინება. იწვევს ქოლერის ვიბრონი. ვიბრონი მრავლდება ტუტე არეში, პროდუქტებზე ძლებს რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე. 100°C ტემპერატურაზე მაშინვე იღუპება.


ქოლერის წყაროა ავადმყოფი ან ვიბრიონმატარებელი. ადამიანი ავადდება კუჭნაწლავში ვიბრიონით გაბინძურებული წყლისა და საკვების მოხვედრის შედეგად. ქოლერის გავრცელებაში დიდ როლს თამაშობს წყალსატევებში გაუწმენდავი წყლის გაშვება, სასმელად ასეთი წყლის გამოყენება, გაბინძურებულ წყალსატევებში ბანაობა და სხვა. ინკუბაციური პერიოდი მით უფრო ხანმოკლეა, რაც უფრო მძიმეა დაავადების ფორმა და საშუალოდ 2 — 3 დღე-ღამე გრძელდება. ტიპურ შემთხვევაში დაავადება იწყება ინტენსიური წყლისებრი ფაღარათით (30 — 40-ჯერ დღე-ღამეში), რასაც დაერთვის პირღებინება. ორგანიზმის გაუწყლოებისა და მარილების დიდი რაოდენობით დაკარგვის შედეგად ვითარდება ე.წ. ალჰიდური მდგომარეობა — წნევა და ტემპერატურა ეცემა, აღინიშნება ციანოზი, ქოშინი, კრუნჩხვები; ავადმყოფს სახე წაწვეტებული აქვს, თვალები და ლოყები ჩაცვენილი. ნელ-ნელა ეკარგება სმენა, ებინდება გონება, უვითარდება კომატოზური მდგომარეობა, რის შედეგადაც ავადმყოფი იღუპება.


მანამდე უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა ვიქტორ ლიაშკომ მოსახლეობა გააფრთხილა, რომ რესპუბლიკაში ინფექციური დაავადებების გავრცელების მაღალი რისკია. კერძოდ, არასათანადო ჰიგიენის გამო(ომისგან და ნგრევისგან გამოწვეული) უკრაინელებს ემუქრებათ ისეთი საშიში დაავადებები, როგორიცაა ჰეპატიტი, ბოტულიზმი და ქოლერა.



image


სტატიები - ჯანმრთელობა - არაჩანდა (intermedia.ge)


0
69
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
69
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0