x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
მას შემდეგ რაც მეცნიერების დასკვნა დაიდო ბიუსტჰალტერის მავნე მხარეებზე, სულ უფრო მეტი ქალი დადის ბიუსტჰალტერის გარეშე
image
მას შემდეგ რაც მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მედიკოსმა მკვლევარებმა დადეს დასკვნა მთელი რიგი ბიუსტჰალტერების მავნებლობაზე და მისი ტარების უარყოფით მხარეებზე, სულ უფრო და უფრო მეტი ცნობილი თუ უცნობი ქალი თუ გოგო ატარებს ბიუსტჰალტერს.



საზოგადოების გარკვეული ნაწილისათვის, განსაკუთრებით რელიგიური ადამიანებისათვის რატომღაც მიუღებელია ქალის ანახვა ქუჩაში ბიუსტჰალტერის გარეშე, მაგრამ საუბარი არაა შიშველი ბიუსტით "ტანტალზე" ქუჩაში, საუბარია ქალებზე, რომლებიც მართალია ბიუსტს არ ატარებენ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ბიუსტი დაფარული აქვთ.



ყველას თავისი აზრი და შეხედულება აქვს რა ჩაიცვას და რა არა, განსაკუთრებით მაშინ თუ საკითხი ჯანმრთელობას ეხება. დედა საკმაოდ ცნობილი და ავტორიტეტული ექიმი მყავს, რომელსაც სახლში არ უყვარს სამედიცინო თემებზე საუბარი, მაგრამ მაინც ამბობს ხოლმე, თუ როგორ გაიზარდა მკერდის სიმსივნის რაოდენობა ქალებში და თავადაც ამის მიზეზად ასახელებს მყარი საფუძვლის მქონე ბიუსტჰალტერის ხშირ ტარებას.



მოგეხსენებათ ბიუსტი ცოცხალი ორგანოა და ზაფხულის ცხელ დღეებში ადამიანის ნორმალურ ტემპერატურას რამდენიმე გრადუსით აცდენილი სითბო ვნებს ქალის ბიუსტს, რაც მკერდში ჯირკვლების გაჩენას და მათ სამწუხაროდ სიმსივნედ გადაგვარებას უწყობს ხშირად ხელს.




მეცნიერები ქალებს ურჩევენ ატარონ მსუბუქი ბიუსტჰალტერები, რომლებსაც განიავების ფუნქცია აქვს ანუ ის არ უნდა იყოს ისეთი ქსოვილით შეკერილი რომელიც ჰაერს არ ატარებს.



ვიცი ამ სტატიის წაკითხვისას ბევრი გაბრაზდება ჩემი მისამართით, მაგრამ მე არაფერ შუაში ვარ, უბრალოდ ვთარგმნე სტატია, რათა ვისაც ჯერ არს შევასმინო, რომ ბიუსტჰალტერის მუდმივი ტარება საფრთხის ქვეშ აყენებს ქალსაც და გოგონასაც.


აუცილებელია ქალმა ღამით მაინც მოიხსნას ბიუსტჰალტერი და თხელ პენუარში ან ასე ვთქვათ "ფართხუნა" მაისურში გამოეწყოს, რაც ბიუსტს ფიქსირებულ მდგომარეობაში ყოფნისაგან გაანთავისუფლებს.



შეიძლება ვიღაცისთვის არ იყოს მთლად ესთეტიური ბიუსტჰალტერის გარეშე "მოქანავე" ბიუსტის დანახვა, მაგრამ არაა აუცილებელი შტერივით თვალი არ მოვაშოროთ ასეთ ადამიანებს.



გთავაზობთ სურათების კოლაჟს, არ ვიცი მოგეწონებათ თუ არა, ეს თქვენი გადასაწყვეტია. არც მოწონებას ვითხოვ თქვენგან, უბრალოდ პრაქტიკოსი ექიმების დასკვნა გაგაცანით.

image
imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage


+14








0
496
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
496