x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ტინგ ხიაფენი, ჩინელი გოგონა მსოფლიოში ყველაზე დიდი ნატურალური ძუძუებით

image ჩინელი გოგონა ტინგ ხიაფენი შევიდა გინესის რეკორდების წიგნში, როგორც მსოფლიოში ყველაზე დიდი ნატურალური ბიუსტის მქონე ქალი.
ტინგ ხიაფენი დაიბადა 1990 წელს. 2001 წლის თებერვლამდე გოგონა მისი თანატოლებისაგან არაფრით გამოირჩეოდა. მაგრამ მალე იჩინა თავი უიშვიათესმა დაავადებამ-სარძევე ჯირკვლების არანორმალური ზრდა ჰორმონების დარღვევის გამო (abnormal condition in mammary glands). დაავადებამ სრულიად მოულოდნელად იჩინა თავი-გოგონას ჯერ პირველი მენსტრუალური ციკლიც კი არ ჰქონია, ისე დაეწყო მკერდის სწრაფი ზრდა.
უკვე მაისისათვის გოგონას მკერდი გახდა უკვე მუშტის ზომის, წელიწადნახევარში კი მისი ძუძუების ზომამ უზარმაზარი ზომა მიიღო. გოგონას ძუძები 48 სანტიმეტრზე ჩამოეკიდა, ხოლო პროფილიდან შეხედვისას ძუძუები უკვე 30 სანტიმეტრზე იყო წინ წასული.
ასეთი საშინელი ზომების ძუძუების გამო ხიაფენმა შესძლო ნატურალური ძუძუების ზომით გაესწრო აფრიკელი ქალისათვის, რომელიც მანამდე მიიჩნეოდა მსოფლიოში, როგორც ყველაზე დიდი ნატურალური ბიუსტის მქონე ქალი და რომელიც შეყვანილი იყო წიგნში "ქალების სექსუალური ანატომია" («The sexuall Anatomy of Women»), აღნიშნულ წიგნში შეყვანილი 30 წლის აფრიკელი ქალის ბიუსტი წონით და ზომებით ჩამორჩებოდა ტინგ ხიაფენის ბიუსტის წონას და ზომებს.
ქალების ძუძუების ზომების კლასიფიკაციაში არაა ტინგის ბიუსტის ზომა. გოგონამ განაცხადა, რომ ცხოვრებაში ყველაზე დიდ უსიამოვნებას უზარმაზარი ზომის ძუძუები აყენებდა, არაფერია გასაკვირი, ამ ზომის და წონის ბიუსტის ტარება მართლაც არ იქნებოდა დიდად სასიამოვნო.
მაგალითისათვის-მას არ შეეძლო ლოგინში დაწოლილიყო და დაეძინა ისე, როგორც ჩვეულებრივი ბიუსტის მქონე გოგოებს ძინავთ, მას არ შეეძლო მაღაზიაში ეყიდა უზარმაზარი ზომის ბიუსტის შესაფერისი ბიუსტჰალტერი ეყიდა. ტინგი იძულებული იყო მიემართა სპეციალური შეკვეთით სამკერვალო ატელიესათვის, სადაც დაკვეთით უკერავდნენ ბიუსტჰალტერებს.
ტინგის უზარმაზარ ბიუსტში გრამი სილიკონიც კი არაა, სწორედ ამიტომ შეიყვანეს გინესის რეკოდების წიგნში, როგორც მსოფლიოში ყველაზე დიდი ნატურალური ზომის ბიუსტის მქონე.
ბუნებრივია ტინგის უზარმაზარი ბიუსტის ზომებმა ექიმების ყურადღება მიიქცია და ექიმების ჯგუფმა გულდასმით გამოიკვლია ტინგი, თუმცა რამე განსაკუთრებული ვერაფერი აღმოაჩინეს.
ტინგის ორგანიზმის სხეულში ვერ იქნა აღმოჩენილი რაიმე სახის დაზიანება, ერთადერთი ანომალია რაც ნახეს და დააფიქსირეს მისი ბიუსტის განსაკუთრებული ზომები იყო "გიგანტომასტიის" გამო.
გოგონას ტანჯვას კი ბოლო არ უჩანდა, რადგან მისი ბიუსტი არ წყვეტდა ზომაში მატებას. ექიმები შეაშფოთა იმაზე ფიქრმა, რომ უზარმაზარ ბიუსტს შეეძლო წონის გამო ახალგაზრდა ჩინელი გოგონას ნეკნები ან ხერხემალი დაეზიანებინა. სწორედ ამის შემდეგ მივიდნენ ექიმები დასკვნამდე, რომ ერთადერთი გამოსავალი იყო ტინგისათვის ოპერაციის გაკეთება.
ქირურგებმა ბრწყინვალედ გაართვეს თავი საქმეს და ტინგის ბიუსტი უკვე ვეღარ მოიმატებს წონაში და მოცულობაში. გოგონა დაუბრუნდება ნორმალურ ცხოვრებას.
ტინგი ჯერ კიდევ პირველი ქალია ნატურალური ბიუსტის ზომით, მაგრამ უკვე არ ემუქრება სქოლიოზი, ნეკნების მოტეხილობა და ხერხემლის მძიმე ფორმის დაზიანება.
"გიგანტომასტიის" დიაგნოზით ტინგი განაგრძობს ცხოვრებას, იღებს უამრავ სურათს საკმაოდ "გულღია" ფორმით.
არაა გამორიცხული ჩინელი გოგონა მალე ვიხილოთ სამოდელო ბიზნესში.
imageimageimageimageimageimageimageimageimage












0
258
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
258