x
მეტი
  • 21.11.2024
  • სტატია:138401
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512064
ქალების ისტორიები ნინა მილკეს სენსუალურ და ემოციურ პორტრეტებში
ნინა მილკემ ბევრი სერიოზული განსაცდელი გამოიარა, სანამ შემოქმედებას ხელს მიჰყოფდა. დარჩა მარტო ბავშვთან, დიდხანს ვერ პოულობდა გზას შემოქმედებაში, შემდეგ როცა იპოვა, მისი მთავარი ინსტრუმენტი დაამტვრია. თანდათან ყველაფერი დალაგდა და თვითგამოხატვისთვის საკმარისი აღმოჩნდა პლანშეტი, რომელზეც ნინა სტილუსით კი არა, თითით ხატავდა. მოულოდნელად მისი შემოქმედება მოთხოვნადი გახდა. იმდენად, რომ საკუთარი მაღაზიის გახსნა მოუწია.



image



ნინა ამბობს, რომ მხატვრობაში თავი იპოვა მარტოხელა დედობის შემდეგ. ჯერ აკეთებდა კოლაჟებს ფოტოშოპში. მისი მიზანი იყო თავისი ტაროს კარტის დასტის შექმნა. კარტებთან არაფერი გამოუვიდა, მაგრამ მილკემ ხატვა დაიწყო.



image




მეორადი გრაფიკული პლანშეტი iPad შეიძინა და ექსპერიმენტები დაიწყო. დამწყებმა მხატვარმა თავისი ნამუშევრები ინსტაგრამზე გამოაქვეყნა და მომხმარებლებმა მოიწონეს. როცა უკვე 8 ათასი მიმდევარი ჰყავდა, პლანშეტის სტილუსი გაუტყდა. ახლის შესაძენად ფული არ ჰქონდა და ნინას ეგონა, რომ გაგრძელება არ ღირდა. საბედნიეროდ, ეს ხანმოკლე იმედგაცრუება იყო.



„შთაგონებას საერთოდ არ ვგრძნობდი, სანამ ჯონ ჯინტონის ყურება არ დავიწყე იუთუბზე. მისი ცხოვრების სტილი და ყველაფერი, რასაც ის აკეთებს, ჩემთვის სუფთა ჰაერივით იყო! ვიგრძენი ეს გამამხნევებელი ნიავი და ახალი იდეები, რომლებმაც შთამაგონეს“.



image



ნინამ გადაწყვიტა თავიდან დაწყება და ყველაფრის მიუხედავად ნამუშევრების შექმნა. ახალი ანგარიში გააკეთა, სადაც ჯერ ძველ ფოტოებს და კოლაჟებს აქვეყნებდა. შემდეგ გაბედა და გადაწყვიტა პლანშეტზე ხატვა თითით.



„ეს საოცარი და კრეატიული იყო! ბევრი შესაძლებლობა. ახლა საკუთარ ონლაინ მაღაზიას ვხსნი, რათა გავყიდო ჩემი ფოტოების და ნახატების ანაბეჭდები“.



image



ნინა მიკლეს ნახატების გმირები არიან ქალაქში მცხოვრები უბრალო გოგონები. თითქოს, არც ისე ორიგინალური თემაა, მაგრამ მხატვარი ისე ზუსტად გადმოსცემს განწყობას, რომ მისი ნამუშევრები განსაკუთრებული გახდება.



image


image


image


image


image


image


image


image


image


image



ასევე დაგაინტერესებთ:

ქალების პატარა სიხარულები გაბრიელ პენაკიოლის ილუსტრაციებში

ჯოი გუიდონი და მისი 25 მწვავე ილუსტრაცია ჩვენი შეშლილი სამყაროს შესახებ

იაოიაო მა ვან ასის ილუსტრაციები, როგორც რეალობისგან თავის დაღწევის საშუალება

მხატვარი ილუსტრაციებში ასახავს საყვარელ ცოლთან ერთად გატარებულ ყოველდღიურობას

სინაზე და სიმშვიდე მხატვრის აიდემირ საიდოვის ნახატებში


0
237
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
237