x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138963
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
როგორ გავუმკლავდეთ ხვრინვას? - ეს სასმელი მყისიერად გადაჭრის თქვენს პრობლემას!
თუ ხვრინვა გაწუხებთ, მაშინ უნდა იცოდეთ, რომ ეს მხოლოდ უსიამოვნო მოვლენა არაა, რომელიც ხელს უშლის თქვენს ახლობლებს დაძინებაში, არამედ სერიოზულ სამედიცინო პრობლემას წარმოადგენს. ხალხი სხვადასხვა მიზეზის გამო ხვრინავს. უფრო მეტიც, შეიძლება ხვრინავდეს როგორც ბავშვი, ასევე პენსიონერი. ამ პრობლემაზე თვალის დახუჭვა ნამდვილად არ შეიძლება.

imageხვრინვის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი ჭარბი წონაა. ჭარბი წონის ყოველი 10% ორჯერ ზრდის ხვრინვის ინტენსივობას და სიძლიერეს. ამიტომ გირჩევთ, რეგულარულად დაიცვათ სწორი დიეტა. ზედმეტი კილოგრამების დასაკლებად შესანიშნავი გზაა დიეტაში ახალი ხილისა და ბოსტნეულის წვენების ჩართვა. თქვენი ხვრინვის ინტენსივობა კილოგრამების დაკლებასთნ ერთად შემცირდება.


სასუნთქ გზებში ჭარბი ლორწოს არსებობა ხვრინვის კიდევ ერთი მიზეზია. ხილისა და ბოსტნეულის წვენების მოხმარება სრულიად ბუნებრივი და ეფექტური საშუალებაა, რომელსაც შეუძლია შეამციროს ლორწოს გამომუშავება. მოგეხსენებათ, წვენების რეგულარულ გამოყენებას შეუძლია დაძლიოს ანთებითი პროცესები, რომელიც იწვევს ლორწოს გამომუშავებას.


ხილისა და ბოსტნეულის წვენები შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინებს, მინერალებს და ანტიოქსიდანტებს, რომლებიც აძლიერებენ იმუნურ სისტემას. ძლიერი იმუნური სისტემა ხელს უწყობს ზედა სასუნთქი გზების ინფექციებთან ბრძოლას, სწორედ ეს ინფექციები იწვევს ჭარბი ლორწოს გამომუშავებას.



გთავაზობთ ადვილად მოსამზადებელო სასმლის რეცეპტს, რომელიც დაგეხმარებათ ხვრინვის განკურნებაში:


ინგრედიენტები:

2 სტაფილო

2 ვაშლი

1 ნაჭერი ჯანჯაფილის ფესვი

1/4 ლიმონი

შეურიეთ ყველა ინგრედიენტი ბლენდერში. დალიეთ ეს კოქტეილი დღეში მინიმუმ 3-ჯერ და შედეგი არ დააყოვნებს.


სასმლის მიღების შედეგად სასუნთქ გზებში ლორწოს რაოდენობა მცირდება და ზედმეტი წონა იკლებს, ხვრინვა შემცირდება და მალე საერთოდ გაქრება.


გაუზიარეთ ეს რეცეპტი თქვენს მეგობრებს, შესაძლოა ზოგიერთ მათგანს ეს პრობლემაც აწუხებს. თუ ხვრინვის გამომწვევი მიზეზები ქირურგიულ ჩარევას მოითხოვს, ბუნებრივია, ეს სასმელი ვერ დაგეხმარებათ. ამიტომ, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, რომ ხვრინვის გამომწვევი ნამდვილი მიზეზი დაადგინოთ.

0
141
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
141
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0