x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
იცით, რომ იღბალი ეშმაკის სახელია?
იცით, რომ იღბალი ეშმაკის სახელია?
image
ეს იყო ყველაზე დიდი დემონი, რომელმაც მილიონობით სული შეიწირა!
რანაირი ქრისტიანები ხართ, ვინც იღბალს აბრალებთ წარუმატებლობას ან ერთმანეთს ირბალს უსურვებთ?
იღბალი იგივე მოლოქი იყო ბედნიერების ღმერთი რომაელებთან, შუმერებთან და კართაგენელებთან. მის ქანდაკებას, სპილენძში ან ვერცხლში ჩამოსხმულს, დაატარებდნენ ორთვლიანი ეტლით. ზურგის მხრიდან მას ჰქონდა სპილენძის ღუმელი, წინა მხრიდან კი სპილენძის ტაფა. უკნიდან იღბალს შეუკეთებდნენ შეშას, ქანდაკების გაბზარვამდე. მის ქურუმებს ხელში ეჭირათ დიდი ალესილი ცულები. როგორ მსხვერპლს იწირავდა იღბალი? -მხოლოდ ძუძუმწოვარა ბავშვებს დედების ხელიდან. მოდიოდნენ სოფელში, მოაგორებდნენ იღბლის ორთვალას წითლად გახურებული ტაფით და ტაშის კვრით იძახდნენ:
-აბა ვის სურს იღბალი, შესწირეთ იღბალს!
. და უგუნური დედაკაცები ერთმანეთს შეეხმიანებოდნენ -"აძლევ შენს ბავშვს?", "კი, მივცემ, რომ იღბალი გვქონდეს". აიყვანდა ქალი ბავშვს მამის ხელიდან და გადასცემდა კერპმსახურს, რომელიც ნაკუწებად ჭრიდა და ტაფაზე აწყობდა შესაწვავად. ასე 40-50 ბავშვი ხვდებოდა ერთ ჯერზე ამ ტაფაზე.
რუმინელი უხუცესი ბერი კლეოპას იხსენიებს კერპს- ნოროკს, რომელიც ითარგმნება როგორც იღბალი და ამ იღბალს ბევრგან საკუთარ სახელად იყენებს. როგორ მსხვერპლს იწირავდა ეს იღბალი? გამოდის, რომ ბერი იმავე დემონზე ლაპარაკობს.
ბერს მოჰყავს წინასწარმეტყველი ისაიას სიტყვები: "მაგრამ მათ, ვინც მიატოვა უფალი, მე დავსჯი, მათ დაივიწყეს ჩემი წმინდა მთა და თაყვანისცეს იღბალს- ბედისწერის არასწორ ღმერთს". ამიტომაც ბერი ევედრება ყველას, არავის უსურვონ და არ მოუხმონ იღბალს. რადგან ფაქტობრივად, იღბლის მოხმობით მივმართავთ არა ჩვენს უფალს იესო ქრისტეს, არამედ დემონურ ძალებს, როგორც ძველად კერპთაყვანისმცემლობის ეპოქაში.
თვით პირველი ქრისტიანისთვისაც კი იყო ცნობილი ბოროტ და სისხლიან ღმერთ მოლოქის (იღბალი) შესახებ. სწორედ ამის გამო მიაჩნდათ იღბლის სურვება საშინელ სასჯელად. ასეთი სურვილი ქრისტიანისთვის ღმერთი მოლოქის აღიარებას უდრიდა, რაც უმძიმესი ცოდვა გახლდათ.
ჭეშმარიტ ქრისტიანებს, როგორც წესი, სწამთ მხოლოდ ღმერთის ნების და არა გამართლების. მიაჩნიათ, რომ ადამიანს შეუძლია რაიმეს მიაღწიოს მხოლოდ საკუთარი შრომითა და ღვთის შეწევნით და არა, რაიმე ფაქტორთა იღბლიანი დამთხვევის შედეგად.
წარმატებისთვის არც მონობაა შემაფერხებელი და არც ფიზიკური თავისუფლებაა საკმარისი. ადამიანი პირველ რიგში, შინაგანად, სულიერად და აზროვნებით უნდა იყო თავისუფალი, აღსავსე რწმენით, რომ შენ ბედნიერებისთვის, სიყვარულისთვის, წარმატებისთვის ხარ გაჩენილი და რაც არ უნდა მოხდეს, არ უნდა დანებდე და იბრძოლო ბოლომდე შენი ოცნებებისთვის, შენი მიზნებისათვის.
0
404
3-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
404