x
image
Yoona
Mediator image
Mediator image
იცით, რატომ არის იაპონურ მანქანებზე სარკეები უფრო ახლოს ფარებთან, ვიდრე საქარე მინასთან?
image



ბევრ ძველ იაპონურ მანქანაზე ისეთი ნაცნობი ელემენტი, როგორიცაა უკანა ხედვის სარკეები, ტრადიციულ ადგილას არ არის განთავსებული. წინა კარების ნაცვლად დამაგრებულია წინ, ბევრად უფრო ახლოს ფარებთან და ბამპერთან, ვიდრე საქარე მინასთან. ეს როგორ? კანონიერია?



image



ვერაფერს გახდებით, ეს ტრადიციაა. თუ გავიხსენებთ, დიდი ხნის წინ, გასული საუკუნის შუა ხანებში, თითქმის ბამპერთან სარკეები გვხვდებოდა ევროპულ, ამერიკულ და საბჭოთა მანქანებზე. ითვლებოდა, რომ ასე მძღოლს წვდომა ჰქონდა უფრო სრულ პანორამულ ხედზე, იმის შესახებ, რაც უკან ხდებოდა.




image



არა მხოლოდ იაპონურ მანქანებს ჰქონდა სარკეები ფარებთან. მაგალითად, ფრანგული უნივერსალი Peugeot 304.



image



დროთა განმავლობაში, სარკეებმა გადაინაცვლა წინა კარებზე და მხოლოდ იაპონიაში შეინარჩუნეს ყველაზე დიდხანს, როგორც ტრადიცია. ამომავალი მზის ქვეყანაში მათ სახელიც შეარქვეს - fendamira, ინგლისური ფრაზიდან fender mirror – „სარკე ფრთაზე“.



„ფენდამირი“ სავალდებულო აღჭურვილობა იყო იაპონური ბაზრის ყველა მანქანისთვის 1983 წლამდე. მას შემდეგ ეს ვალდებულება გააუქმეს და იაპონური ბრენდების უმეტესობამ სარკეები ჩვენთვის ჩვეულ ადგილზე გადაიტანეს. ეს ბევრად უფრო მოსახერხებელი არ არის, საქმე უფრო ეკონომიაშია: ყველა ბაზრისთვის სარკეების ერთი მოდელის წარმოება უფრო იაფია.



image

Toyota-ს თანამედროვე ტაქსები ტრადიციული „ფენდამირებით“.



მაგრამ „ფენდამირები“ არ მომკვდარა. ბევრ იაპონელ ტაქსის მძღოლს დღემდე ურჩევნია სარკეები ბამპერზე. საუკეთესო პანორამული ხედის გარდა ავტომობილის ძარას არ სცდება, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია იაპონიის მეგაპოლისების გადაჭედილ ქუჩებზე.



image



ასე გამოიყურება „ფენდამირები“ მძღოლის ადგილიდან. ყველაფერი კარგად ჩანს, თავის აქეთ-იქით ტრიალი საჭირო არ არის.



ასევე დაგაინტერესებთ:

როგორ გამოიყურებოდა ლუი მატარის კადილაკი, 1947 წლის ავტომობილი, რომელსაც ჰქონდა ყველაფერი

„პატარა ნაძირალა“ – ჯეიმზ დინის სიკვდილის მომტანი მანქანა

ტომ კრუზი, სილვესტერ სტალონე და არა მხოლოდ: ცნობილები საყვარელ ავტომობილებთან ერთად

ყველაზე დიდი საავტომობილო საცობები ისტორიაში

ავტომობილის ერთი მოდელი, რომელშიც არცერთი ადამიანი არ გარდაცვლილა! აი, ის


0
800
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
Mediator image
800