x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"როგორც იაპონიის მოქალაქე,ზიზღს განვიცდი"-ბიანკა ცენსორიმ ამჯერად იაპონელები აღაშფოთა
image

კანიე უესტის და მისი მეუღლის ბიანკა ცენსორის "შიშველი გასტროლები" მსოფლიოს გარშემო გრძელდება, ამჯერად ბიანკამ ამომავალი მზის ქვეყნის მოსახლეობა აღაშფოთა.

რეპერის სკანდალური ცოლი ტოკიოს ქუჩებში მოშიშვლებული უკანალით გამოგოგმანდა.



კანიე ვესტი და ბიანკა ცენსორი ამჯერად იაპონიაში ჩავიდნენ საკუთარი თავის გამოსაჩენად.


მორიგი სკანდალი წარმატებული გამოდგა; რეპერის 29 წლის ცოლმა, ჩვეულებისამებრ, პროვოკაციული ჩაცმულობა აირჩია - თეთრი ბოდი სტრინგით და რეზინის ჩუსტებით.

image

ამომავალი მზის ქვეყნის მაცხოვრებლები არ არიან მიჩვეულები ქუჩაში ასეთ გარყვნილებას და აღშფოთებულები დარჩნენ ნანახით.

ქალაქელებმა უკმაყოფილება გამოთქვეს და თქვეს, რომ ბიანკამ დაარღვია იაპონიის კანონი. ცენზორის საქციელი შეიძლება შეფასდეს, როგორც „საჯაროდ უხამსი საქციელი“.

image

image

იაპონიის სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, დამნაშავეს 300 000 იენამდე ჯარიმა ემუქრება.

„როგორც იაპონიის მოქალაქე, ზიზღს განვიცდი ეს ცუდი საქციელია. არ მესმის, რა აუცილებლობაა საკუთარი თავის ასე ღიად გამოვლინება. ეს მიუღებელია“, „ეს არის იაპონური კულტურის შეურაცხყოფა“, „იაპონელები განაწყენებულები არიან მათი საქციელით. მათ უნდა რცხვენოდნენ საკუთარი თავის. სხვა ქვეყანაში წასვლისას გამოიჩინეთ ცოტა პატივისცემა“, - აცხადებენ მომხმარებლები.

image

0
204
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
204
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0