სხვა ბუნებრივი საშუალებები სმენის გასაუმჯობესებლად. თავიდან აიცილეთ სიყრუე! 18 ივნისი, 17:47 სიყრუე სერიოზული დაავადებაა და მისი განკურნება არ ხდება. სიყრუის მძიმე შემთხვევები ადამიანებზე დამთრგუნველად მოქმედებს, რადგან სმენის დახმარებით თქვენ შეგიძლიათ გაიგოთ ბევრი რამ სამყაროს შესახებ! თანდაყოლილი სიყრუე საშინელი მოვლენაა, მაგრამ კიდევ უფრო უარესია, როცა სრულიად ჯანმრთელი ადამიანები კარგავენ სმენას დაუდევრობითა და ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემების გამო.
სმენის პრობლემები შესაძლოა გამოიწვიოს ჩვეულებრივმა გაციებამ. ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა გამოიყენოთ პროდუქტები, რომლებიც მოგიხსნით ყურის ანთებას და განკურნავს სმენის დროებით დაქვეითებას. ზოგჯერ სმენა უარესდება პირადი ჰიგიენის წესების უგულებელყოფის ან ყურის ჩხირების არასწორად გამოყენების გამოც - აუცილებელია ყურების ფრთხილად გამოწმენდა, ცვილის საცობები საშიშია სმენისთის!
სმენის გაუარესების კიდევ ერთი მიზეზია დაბერება. ასაკის მატებასთან ერთად, სმენაც იკლებს.
ტრადიციული მედიცინა სმენის პრობლემების მოგვარებასაც გვთავაზობს. სულ რაღაც ერთი საუკუნის წინ ამ რეცეპტებს იყენებდნენ სიყრუის, ყურის ანთების და ყურის სხვადასხვა ინფექციების სამკურნალოდ, და არც თუ უშედეგოდ! გთავაზობთ რამდენიმე მათგანს: 1. თაფლი და დარიჩინი თანაბარი რაოდენობით შეურიეთ თაფლი და დარიჩინი. ეს ნარევი ყოველდღიურად უნდა მიირთვათ, საკმარისია 3 სუფრის კოვზი დღეში. პროდუქტი აძლიერებს თქვენს სმენას და ასტიმულირებს ორგანიზმს მავნე ბაქტერიების წინააღმდეგ ბრძოლაში. 2.წითელი ღვინო და მწვანე ჩაი წითელი ღვინო, ისევე როგორც მწვანე ჩაი, შეიცავს დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს. ისინი იცავენ წამწამოვან უჯრედებს შიდა ყურში. ეს უჯრედები კი ბარიერია ბაქტერიებისთვის, რომელსაც შეუძლია სმენის დაქვეითება გამოიწვიოს. ჩართეთ მწვანე ჩაი უფრო ხშირად თქვენს რაციონში და ზოგჯერ საკუთარი თავი ჭიქა წითელი ღვინითაც გაანებივრეთ. 3.წითელი ხახვისა და ნივრის წვენი შეურიეთ 30 მლ წითელი ხახვის წვენი 30 მლ ნივრის წვენს. ეს ნარევი უნდა დალიოთ დღეში რამდენჯერმე. შედეგს სწრაფად იგრძნობთ, სმენა უფრო მკვეთრი ხდება და ყურის ანტებითი პროცესებიც ჩაცხრება. ეს ყველაფერი კი კომპონენტების ანტიბაქტერიული თვისებების წყალობით. რა თქმა უნდა, ჯანმრთელობის პრობლემების დროს, პირველ რიგში ყველამ ექიმს უნდა მივმართოთ, თუმცა, ვფიქრობთ, ეს რეცეპტები ცდად ნამდვილად ღირს. ჯანმრთელობას გისურვებთ! 35 შეფასება არ არის
|