სიახლეები დონის როსტოვის ოლქში უზარმაზარი ნავთობტერმინალი იწვის ქალაქ აზოვში უკრაინული დრონების შეტევის შედეგად 18 ივნისი, 12:41 ნებისმიერი ომი, რომ საშინელებაა ეს მთელ ოჯახს გვაქვს განცდილი და გადატანილი. მე მართალია სოხუმში არ დავბადებულვარ, რადგან მშობლები სხვა ქვეყანაში მუშაობდნენ, მაგრამ პატარაობისას ხშირად ვცხოვრობდი ბაბუა-ბებიასთან ერთად სოხუმის ცენტრში ბაბუასეულ სახლში და კარგად მახსოვს ის სილამაზე, რაც სუფევდა სოხუმში. იგივე, ოღონდ უფრო გლობალური მასშტაბის საშინელება ხდება უკრაინაში და მე ამისი მონაწილე ვარ. მას შემდეგ, რაც აშშ-მ და ევროპამ ნებართვა მისცა უკრაინას დაერტყა რუსეთის სირღმეში 300 კილომეტრამდე სტრატეგიული ობიექტებისათვის, უკრაინას ხელები გაეხსნა. დღეს დილით 100%-ით უკრაინული წარმოების დრონებმა იერიში მიიტანეს დონის როსტოვის ოლქში ქალაქ აზოვში მდებარე საწვავის რეზერვუარებზე, რომელთა მოცულობა წარმოსადგენადაც კი კოლოსალურია, რადგან აღნიშნულ ტერმინალზე განთავსებულია ნავთობის, დიზელის საწვავის, ბენზინის და მაზუთის უზარმაზარი რეზერვუარები, რომლებიც დრონების ეშელონირებული შეტევის შედეგად მასიურად აალდა. ამის შესახებ განცხადება გააკეთა დონის როსტოვის გუბერნატორმა ვასილი გოლუბევმა. ცეცხლის კერა იმდენად მძლავრია, რომ სახანძრო მანქანები საფრთხის გამო ვერ მიუდგნენ ცეცხლის კერას, ცეცხლის ჩასაქრობად გამოიძახეს სახანძრო მატარებელი, რომელიც ამ ეტაპზე ვერ ახერხებს არა თუ ცეცხლის ჩაქრობას, არამედ ხანძრის კერების ლოკალიზებასაც კი. 47 ერთეული სახანძრო მანქანის მობილიზების მიუხედავად ცეცხლის კერის ლიკვიდაცია ვერ ხერხდება, რადგან საწვავის რეზერვუარებთან ერთად იყო განთავსებული მეთანოლის რეზერვუარები, რომელთა აალებამ გარემოსაც უზარმაზარი საფრთხე შეუქმნა. რუსეთის საგანგებო სიტუაციების მართვის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით ხანძარი გავრცელებულია 5 000 კუბურ მეტრზე. უკრაინულმა მხარემ დაადასტურა ნავთობტერმინალზე დრონებით შეტევის ფაქტი, გენერალმა ბუდანოვმა განაცხადა, რომ ოპერაცია "შურისძიების მახვილი" დაიწყო და სულ უფრო და უფრო მეტი რუსული სტრატეგიული ობიექტი აღმოჩნდება დარტყმის ქვეშ რუსეთის ტერიტორიაზე. 73 5-ს მოსწონს |