x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
როგორი "ერთმორწმუნეობა" გამოავლინა რუსეთმა საქართველოს ეკლესია-მონასტრებთან მიმართებით
მას შემდეგ, რაც 1811 რუსეთმა გააუქმება 12-საუკუნოვანი ქართული ავტოკეფალიური ეკლესია და აკრძალა ქართული ღვთის მსახურება, ქართული ეკლესიები " ერთმორწმუნეებმა" რუსულ ყაიდაზე გადაიყვანეს. თუმცა მოგვიანებით კიდევ უარესი მოხდა რუსეთისვე ხელით - საქართველოში დაიხურა 15 მონასწტერი და 860-ზე მეტი ეკლესია. image

რუისეთის ცარიზმის დროს ქართულ ეკლესიებს კირით ათეტრებდნენ როგორც გარეთ, ასევე შიდა კედლებზე ქარტულ ხატებს კირით ფარავდნენ

საბედნიეროდ, მათ რუსეთის კლანჭებიდან გათავისუფლების შემდეგ მათ უმრავლესობას ქართველმა რესტავრატორებმა ავთენტურობა დაუბრუნეს! თუმცა ვერ მოესწრო ილორის რესტავრაცია.

დრანდის ფასადების რესტავრაციისას რესტავრატორმა ვ. ცინცაძემ გაწმინდა დრანდის ფასადები, და რადგან აგურის ფასადები ძლიერ იყო დაზიანებული, უმეტესი ნაწილი ცემენტით გადალესა და მცირე ნაწილები დატოვა შეულესავად, ავთენტურობისთვის. ამ ბოლო წლებში კი აფხაზებმა და რუსებმა ცემენტი თეთრად შეღებეს.


საქართველომ ქრისტიანობა მე-4 საუკუნის დასაწყისში მიიღო. ნიკეას კრებას უკვე ესწრებოდა ბიჭვინთის ეპისკოპოსი, რუსეთი კი (თუმცა ისიც კიევის რუსეთი) მხოლოდ 988 წელს გაქრისტიანდა, ანუ 6-7 საუკუნის შემდეგ და აღიზიანებდა ქართული ეკლესიების არარუსული იერი.

imageბოლო წლებში ასე გარდაუქმნეს სახე რუსებმა ბერძნების მიერ მე-20 საუკუნის დასაწყისში აგებული ქ. სოხუმის შესანიშნავი ხარების ეკლესიას.



image

ქვათახევია ტაძარი, რომელსაც რუსული სტილის გუმბათი დაადგეს და კირით გადაატეთრეს რუსულ სტილში მე-19 საუკუნეში.



image

მე-19 საუკუნეში რუსების მიერ კირით გადაღებილი ალავერდის კედლები, მათ შორის ფრესკები. 1940 წლის ფოტო. ახლა გაწმენდილია და ფრესკებიც გამოჩენილია. ეს რუსული იკონოსტასიც მოხსნილია.


image

რაჭის, სოფ. ბუგეულის ისტორიული ეკლესია მე-19 საუკუნეში კირით გადაღებეს, რაც ნაწილობრივ დღემდე შერჩა. გასაწმენდია ფასადები კირის საღებავის ნაშთებისგან


image

1886 წელს რუსმა ბერებმა აფხაზეთში, დრანდის ტაძარში "აღდგენითი" სამუშაოები დაასრულეს! დრანდაში განხორციელებული ე.წ „რესტავრაცია“ ბარბაროსობას უფრო ჰგავდა. აი, რას წერდა ამ ფაქტის შესახებ ცნობილი რუსი ისტორიკოსი, გრაფინია პ.უვაროვა: „დრანდის ტაძარი აღდგენილია მხოლოდ რუსებისათვის შესაძლებელი ყველაზე ბარბაროსული მეთოდით, იგი მნახველზე საშინელ შთაბეჭდილებას ახდენს, ყველაფერი ისეა გადაფხეკილი, შეთეთრებული, შელესილი და გადღაბნილი, რომ გული გეკუმშება. ვერ გაიგებ რა ისურვო, ან რა ჯობია? კავკასიის სიძველეები დარჩეს ჩრდილში, ყველასთვის უცნობი, მოგზაურთა თვალებისათვის დაფარული, თუ მათ გამოუჩნდეს ისეთი მზრუნველები, როგორიც დრანდის ბერებია, რომლებმაც ძვირფასი ხელოვნების ნიმუში სახაზინო ჰოსპიტლად და ცირკად აქციეს".

გახსოვთ ალბათ, რას წერდა ფ. დოსტოევსკი საკუთარ რუსებზე: “ეს არის ხალხი, რომელიც ევროპაში დაძრწის და იმას ეძებს, გართობის მიზნით თუ რა გაანადგუროს და მოსპოს“.



image

მე-19 საუკუნის ბოლოს რუსი ბერების მიერ კირით გადაღებული და დამახინჯებული საფარის მონასტრის ეგვტერებიდან ერთ-ერთი. დღეს საჭიროებს ქვის ზედაპირის გაწმენდას სპეციალური ქვის საწმენდი აპარატურით."ერთმორწმუნე რუსეთის" ერთმორწმუნეობის შედეგი.



image

ბიჭვინთის საკათოლიკოსო კათედრალიც (მე-10 ს.) მთლიანად კირით გადაღებეს რუსებმა. მერე ქართველმა რესტავრატორებმა გაწმინდეს წლებში. ეს ფოტო მეოცე საუკუნის შუა პერიოდისაა, კარგად ემჩნევა შეთეთრება.



image

ვერც ჯავახეთში ქილდის მე-10 საუკუნის ტაძარი გადაურჩა მე-19 საუკუნის ბოლოს კირით შეღებვას გარედან და შიგნიდან.



image

მე-16 საუკუნის ჭიკაანის კვირაცხოვლის გუმბათოვანი ეკლესიაც მთლიანად შეათეთრეს კირით მე-19 საუკუნეში, რომლის ნარჩენები ამჟამადაც ამახინჯებს ფასადებს და საჭიროა ჯეროვანი გაწმენდა-რესტავრაცია აგურის ფასადებისა.


image

2000-იან წლებამდე ასე გამოიყურებოდა ატოცის წმ. გიორგის სალოცავი: რუსული ხახვის გუმბათი და კირით გათეთრებული ფასადები- რუსი ეგზარქოსობის პერიოდის დაღი (1903 წ.).



image

გ საფარის მონასტერი. რუს ეგზარქოსთა დროს საფარაში რუსული მამათა მონასტერი ფუნქციონირებდა. ქართული სტილის გუმბათები მოხსნეს და ხახვის ფორმის რუსული გუმბათები დაადგეს, მცირე ეკლესიები ანუ ეკვდერები კი კირით გაათეთრეს და სარკმელები ფანჯრებად აქციეს ანუ გასაფართოებლად კედლები გაანგრიეს.



image

მე-19 საუკუნის დასასრულს გრემის ტაძარი შეათეთრეს კირით რუსულ სტილში. კლიმატის ზემოქმედებით მოსძვრა ტაძარს კირის ფენა, თუმცა 1970-იანი წლების ამ ფოტოზე წითელი აგურით ნაგები ეკლესიის ფასადების სითეთრე მაინც შესამჩნევია. მოგვიანებიოთ შემდგომ კი რესტავრატორებმა გულმოდგინედ გაწმინდეს ფასადები, ამიტომ დღეს სრულიად აღარ ემჩნევა კირის შეთეთრების კვალი.




image

რუსულმა ხელისუფლებამ მე-19 საუკუნეში დაანგრია ალავერდის ტაძრის ჩრდილოეთი და სამხრეთი მინაშენი ეკვდერები, რომელნიც კახეთის მეფე-დედოფლების და ალავერდელი ეპისკოპოსების სამარხები იყო. ხოლო გარედან მთლიანად კირით გაათეთრეს ალავერდი. ინტერიერის უმეტესი ნაწილიც გაათეთრეს, მათ შორის, ფრესკების ნაწილი. მერე, მეოცე საუკუნის მიწურულს რესტავრატორებმა მოხსნეს კირის ფენა.



image

ქ. ვალეს ღვთისმშობლის ტაძარი (X/XI სს). რუსული ცარიზმის ბატონობის დროს, მე-19 საუკუნეში ფასადები კირით გადაღებეს. დააშენეს სამრეკლო, რითაც დამახინჯდა ტაძრის ძველიიერსახე. თანამედროვე ტექნოლოგიით გასაწმენდი და სარესტავრაციოა ქვის ფასადები და უნიკალური რელიეფები




image

მე-19 საუკუნის დასასრულს საფარის მონასტერს რუსმა ბერებმა, გარდა იმისა, რომ ხახვის გუმბათები დაადგეს, ცალკეული ეკვდერების ფასადები კირით გადაღებეს და დღემდე ასეა, მხოლოდ გუმბათია ძველი სახიტ დაბრინებული. უცდის კვალიფიციური რესტავრატორის ხელს, რომ გაწმინდოს და ბუნებრივი ქვის ფერის სილამაზე კვლავ გამოჩნდეს.



image

ტაძრების რუსული იერსახის მისაცემად კირით გადათეთრების მსხვერპლი აღმოჩნდა ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფ. წითელხევის დევიძეების წმ. გიორგის ეკლესია. იგი დღემდე ასეა, თან ავარიული და სასწრაფო რესტავრაცია სჭირდება!



image

გზარქოსების მიერ გარუსებული და რუსულ ქალთა მონასტრად გადაკეთებული ბოდბე. მე-19 საუკუნის დასასრულის ფოტო. რუსები განსაკუთრებით ებრძოდნენ წმ.ნინოს და მის ფრესკებს. ბოლოს რუსმა ეგზარხოსმა მისი საფლავიც წაბილწა- ის გახსნა, განძს ეძებდა, მაგრამ ინსულტმა დაარტყა და დამბლადაცემული ამოათრიეს. წმ.ნინოს შეურაცხყოფა და ამით ქართველთა ხსოვნაში ჩვენი ევროპულ- ბიზანტიური ფესვების ამოძირკვა რუსული ანტიქართული პოლიტიკის გენერალური ხაზი იყო.


image

ხევის სიონის ბაზილიკა. მე-9-10 სს. ასე გადაატეთრეს კირით რუსებმა. ახლა, უმეტესწილად გადაეცალა და ცემენტის ბათქაშითაა აჭრელებული კირის ნარჩენებთან ერთად. საჭიროა რესტავრატორთაგან ფასადების გაწმენდა-აღდგენა ლითონის ჯაგრისებით.


image

მე-19 საუკუნის დასასრულის ფოტო ერმაკოვის კოლექციიდან . რუსული მოდით ტაძრების კირით გადათეთრების მსხვერპლი აღმოჩნდა ეს ცნობილი ეკლესიაც: კლდეში ნაკვეთი ციხე-ქალაქ უფლისციხის წმ. გიორგის ეკლესია (მე-10 ს.). შემდგომ რესტავრატორებმა გაწმინდეს.



image

სოფ. გლდანის წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის ეკლესია. მე-10 ს. რუსებმა ეს ეკლესიაც კირით გადაატეთრეს რუსულთან დასაახლოებლად.
ბოლო წლებში ფასადის უმეტესი ნაწილი გაწმენდილია რესტავრატორებისგან. თუმცა სრულყოფილად არაა ჩატარებული ფასადის გაწმენდა. თუმცა აღდგენილია და მსახურება ტარდება.


image

ჯავახეთში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სოფ. ხულგუმოს მე-10-11 საუკუნეების ქართული ეკლესია, რომელიც რუსების მიერ კირით გადათეთრდა, რომ ქართული ავთენტურობა დაეკარგა და რუსულს დამსგავსებოდა.




image

სოფ. აფნიის წმ. დიმიტრის ეკლესია. მე-14 ს. (სამრეკლო მე-19 ს.). ახალქალაქის მუნიციპალიტეტი. კირით რუსულად გადათეთრების მსხვერპლი აღმოჩნდა ამ ეკლესიის ფასადებიც. საჭიროებს ქვის საწმენდი კერხერით გაწმენდას, რომ ძველი იერსახე დაიბრუნოს.


image

ცარიზმის რუსეთმა ქვით გაათეთრა ეს ქართული ეკლესიაც -ოკუპირებული შიდა ქართლის სოფ. ხეითის ძელიცხოვლის მე-14 საუკუნის ეკლესია.


imageსოფ. ხიზაბავრა. მაღრაძეების ეკლესია/ღარიბათის ეკლესია. მე-13 საუკუნე. ასპინძის მუნიციპალიტეტი. საგვარეულო ეკლესიებსაც კი რუსულ ყაიდაზე გარდაქმნიდნენ.



image

დღემდე საშინლად ეტყობა რუსული კვალი და გასაწმენდია მე-19 საუკუნის ბოლოს რუსების მიერ კირით შეთეთრებული ლურჯი მონასტრის მე-12 საუკუნის სუფთად გათლილი ქვის პერანგი და ბრწყინვალე ორნამენტები.

image

ახალქალაქის მუნიც-ის სოფ. ბარალეთის მე-13 საუკუნის ფერისცვალების ეკლესიის ფასადებიც რუსეთის დაკვეთით გადაათეთრეს კირით. მოითხოვს ქვის გაწმენდას.
image

რუსულად კირით გადათეთრებული სოფ. ზველის წმ. გიორგის მე-10 საუკუნის ეკლესიის ფასადები. გასაწმენდია.

image

რუსული, იმპერიული ვანდალიზმის მიმბაძველობით კირითაა შეთითხნილი და დამახინჯებული სოფ. საროს მთავარანგელოზთა ეკლესია. ასპინძის მუნიციპ. VIII-XII სს.


image

რუსეთის დაკვეთა იყო კირით გატეთრება- ქართველებს უნდა დაგვვიწყებოდათ, რომ ბიზანტიური ქრისტიანული ცივილიზაციის ნაწილი ვიყავით. ტაძრების კირით გადათეთრების მსხვერპლი აღმოჩნდა ზედა თმოგვის მე-11 საუკუნის ბაზილიკის ფასადებიც.


image

ცარიზმის პერიოდში, მე-19 საუკუნეში კიდევ ერთი კირით გადათეთრებული ძველი ქართული ეკლესია: ენისელის (შიხიანის) აღდგომის ეკლესია (XVI ს.). ახლა ისეთი ბალახია მოდებული, ძლივს შეხვალთ, . აშკარაა, რომ ადგილობრივი ეპარქია არ წყალობს.



image

ლარგვისის ეკლესიაც გადაღებეს კირით ეგზარქოსთა პერიოდში. უმეტესად გადაეცალა კლიმატის ზემოქმედებისგან. 1900-იანი წლების ფოტო. ახლა გადამთიელთა ხელშია.


image

მე-19 საუკუნის მეორე ნახევარშირუსულად გადაკეთებული 10 საუკუნის ქართული ეკლესია ანაკოფიაში - ახალი ათონი რომ უწეოდეს რუსებმა., აფხაზეთი, საქართველო. მე-19 საუკუნის დასასრულის ფოტო.
გუმბათის გადახურვა დღემდე რუსულია.


image

წმ. ვასილისკოსა და წმ. იოანე ოქროპირის სახელობის კამანის რუსული დედათა მონასტერი, რომელიც კამანის უძველესი ქართული ეკლესიის ნანგრევებზე დააფუძნა ცარისტულმა ხელისუფლებამ რუსული იდეოლოგიის გასავრცელებლად, ხოლო ეკლესიას რუსული ხახვისთავიანი გუმბათი დაასკუპეს. მე-19 საუკუნის დასასრულის ფოტო.


image

მე-12 საუკუნის "ლურჯი მონასტერი" თბილისში. მე-19 საუკუნის ბოლოს რუსების მიერ კირით თეთრად შეღებილი და რუსულ გუმბათდადგმული.


image

ასე გამოიყურებოდა კუკიის წმინდა ნინოს ტაძარი მეფის რუსეთის გავლენით თბილისში


image

ალავერდის ტაძარი მე-19 საუკუნეში შიგნიდან და გარედან მთლიანად კირით გადალესეს და გაათეთრეს, ტაძარში დადგმული იყო უზარმაზარი რუსული კანკელი.


image

დრანდა. აი, ისტორიის წაშლის და გარუსების ნათელი მაგალითი



image

ილორი. რუსთმადიდებლობად გადაქცეული " მართლმადიდებლობის" ნათელი მაგალითი.



image

ქ. თბილისი, სამეფო კარის წმინდა გიორგის ეკლესია: ცარიზმის ხანაში ფასადები გათეთრებული იყო კირით. დაადგეს რუსული გუმბათი და რუსული სამრეკლო. მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში რესტავრატორებმა დაუბრუნდეს ავთენტური სახე.


imageთბილისში, ავლაბრის დარეჯან დედოფლის სასახლის კარის ეკლესია გადარუსებული ეგზარქოსების მიერ: გაათეთრეს კირით და დაადგეს რუსული გუმბათი. ახლა რესტავრირებულია და გაწმენდილი ფასადები, დარჩა მხოლოდ რუსული სამრეკლო.


image

დიდუბის ძველი, ისტორიული ქართული ეკლესიის ადგილზე აგებული რუსული არქიტექტურის ქართული ეკლესია. ტაძარი ქართველებმა ააშენეს საკუთარი სახსრებით, მაგრამ რუსული ხელისუფლების მოთხოვნით არქიტექტურა რუსულ სტილში გადაწყდა. იგივე სურდათ ქაშვეთზე, მაგრამ გენ. ი. ამილახვრის დიდი ძალისხმევით ჩაიშალა ეგზარქოსის მცდელობა.


image

რუსეთის დაკვეთით კირით შეთეტრებული იყალთო.



image

მე-20 საუკუნის ფოტო (საბჭოთა ეპოქა)- კირით გადათეთრებულ-გადალესილი ილორის ეკლესია. 21-ე საუკუნეში უარესად დაამახინჯეს-გაარუსეს აფხაზებმა და რუსებმა: ახლიდან გადაათეთრეს და რუსული გუმბათი დაადგეს.


image

რუსეთის დაკვეთით კირით გადათეთრებული კახეთის სოფ. აწყურის წმ. გიორგის ეკლესია.


image

რუსულ სტილში კირით იყო თეთრად გალესილი სვეტიცხოვლის ინტერიერიერის დიდი ნაწილი და იდგა რუსული იკონოსტასი



image

რუსულ სტიოლში იყო კირით გადათეთრებული ანჩისხატის ეკლესია!


image

საფარა რუსული ხახვისთავა გუმბათებით



image

ახალი შუამთა - ეგზარქოსობის პერიოდში კირით შეთეთრებული.


image

ბაგრატის ტაძარი ასე გამოიყურებოდა საბჭოთა პერიოდში. საბედისწერო გამოდგა მე-17 საუკუნე, როდესაც ოსმალებმა გალავნის ოთხივე კუთხეში თოფის წამალი ჩაუწყეს და ააფეთქეს. ოსმალებისაგან ზღუდემორღვეულ ტაძარს ყველაზე დიდი და საბოლოო დაზიანება რუსთა კორპუსის გენერალმა ტოტლებენმა მიაყენა 1770 წელს. ქუთაისის ციხის ოსმალთაგან გამოსახსნელად სოლომონ პირველის ქართული ჯარი ყველა ღონეს ხმარობდა, რა დროსაც მის დასახმარებლად მოვიდა გენერალი ტოტლებენი. მან არ გაიზიარა სოლომონ პირველის მიერ შემუშავებული საბრძოლო გეგმა, ზარბაზნები ქუთაისის ციხის მიმდებარედ განალაგა მწვანაყვავილას კონცხზე და იქედან დაუწყო სროლა, რამაც ბაგრატის ტაძრის ისედაც სავალალო მდგომარეობაში მყოფი აღმოსავლეთის კედელი კიდევ უფრო დააზიანა და ჩამოაქცია. როდესაც 1770 წლის 6 აგვისტოს მოიერიშეები ციხეში შევიდნენ იქ არავინ დახვდათ, ოსმალები ღამით გაპარულიყვნენ. თუმცა როგორ მოახერხა ყველა კუთხეში ჩადგმული რუსების საგუშაგოებისაგან მალულად ოსმალების მოზრდილმა დანაყოფმა გაპარვა, ეს საკითხი დღემდე გარკვეული არ არის! თუმცა ვარაუდობენ, რომ რუისი ჯარისკაცების მოქრთამვით, რომელთაც არად ენაღვლებოდათ ბაგრატის ტაძარი. საძარცვავად შეცვენილ რუსებს ქუთაისის ციხეში ტყვე ქართველი ახალგაზრდების მოზრდილი ჯგუფიც დახვდათ, რომელიც სტამბოლის ნაცვლად ახლა უკვე რუსეთის გზას გაუყენეს. ამ ტყვეებს შორის იყო, მოგვიანებით ბოროდინოს ბრძოლის გმირის, რუსეთის არტილერიის სარდლის ალექსანდრე კუტაისოვის მამა.
ბაგრატის ტაძრის სარესტავრაციო სამუსაოები 2005 წელს გააქტიურდა, ხოლო 2009 წელს დასრულდა.

"ერთმორწმუნე" რუსეთმა: საქართველოს ეკლესიას ჩამოართვა 140 მილიონი მანეთის ქონება და გაიტანა რუსეთში, დაიტაცა მოოქროვილი ხატები, რომელიც საქართველოს ისტორიული კუთვნილება იყო. გაყიდა იმერეთის საეკლესიო სალაროს მთელი განძეულობა. გაძარცვა იმერეთის საკათალიკოსო სამოსიც, საიდანაც 4 კილოგრამამდე ოქრო გამოადნო, დაწვა მთლიანად ქართული ეკლესიის კანონებისა და დადგენილებების არქივი, ხოლო რაც გადარჩა - მტკვარში გადაყარა.
რუსეთმა პირველი პატრიარქი კირიონ მეორე მოკლა, პატრიარქი ამბროსი ხელაია ციხეში გამოკეტა. მღვდელი ფილადელფოს კიკნაძე გააციმბირა, უამრავი სასულიერო პირი გადაგვიპარსა.

მისი გავლენები ქართულ ეკლესიაზე დღემდე გრძელდება!
0
92
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
92