x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138964
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
როცა ცნობილი ფეხბურთელი არა ხარ, მაგრამ დაბადებიდან ლეგენდა ხარ უკვე

image
ლეო მესს გაცნობა არ ჭირდება, მის გვერდით კი მოზარდია, რომელიც ისეთ გარემოცვაში იზრდებოდა სპორტულმა პრესამ დაბადებიდან "ლეგენდა" უწოდა, მიზეზსაც მოგახსენებთ.
ეს ბიჭს ბენჯამინი ჰქვია, ის ცნობილი ფეხბურთელის სერხიო აგუეროს შვილი, დიეგო მარადონას ღვიძლი შვილიშვილი და ლეო მესის ნათლულია.

ბიჭი 2009 წლის 18 თებერვალს დაიბადა. სერხიო აგუერო 2008 წლიდან 2012 წლამდე ფეხბურთის ლეგენდის, დიეგო მარადონას სიძე გახლდათ. აგუეროს ყოფილი ცოლი და ბენჯამინის დედა ჯანინი გახლავთ.

ბენჯამინი მშობლებთან ერთად

image
ბენჯამინი ლეგენდარული ბაბუის მაისურით

image
ბენჯამინი ადრეულ ასაკში მიიყვანეს საფეხბურთო აკადემიაში, მაგრამ თავი დიდად არ გამოუჩენია.

ბენჯამინი ლეგენდარულ ბაბუასთან, ბებიასთან, დედასთან და დეიდასთან ერთად.


image
ბენჯამინი მამასთან ერთად ზღვაზე სკუტერით ერთობა.

image
მამასთან ერთად

imageimage

ალბათ უბრალო საკითხი არაა იყო სერხიო აგუეროს შვილი, დიეგო მარადონას შვილიშვილი და ლეო მესის ნათლული.

თავად სერხიო იხსენებს: "ბოლო მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც არგენტინა მსოფლიო ჩემპიონი გახდა, ისეთ განწყობაზე დავდექი სიხარულით, ზომაზე მეტი დავლიე. მეგობრებმა მითხრეს, რომ დრო იყო აეროპორტში წავსულიყავით, სადაც არგენტინის მიმართულებით ფრენა უნდა განხორციელებულიყო. სწორედ მაშინ გამახსენდა, რომ შეხვედრის შემდეგ ბენჯამინი სასტუმროში მყავდა დატოვებული და მეგობრებს ვთხოვე, დროზე ბიჭებო, ბიჭი სასტუმროშია და დროზე წამოვიყვანოთ თვითმფრინავს, რომ მივუსწროთ მეთქი"!

ბენჯამინი ისეთ ასაკშია, მალე ალბათ ცნობილ ნათლიას გაეხუმრება: "ლეო ეს ლუდი დამიკავე, მალე მოვალ"-ხუმრობენ სპორტული ჟურნალისტები.

0
130
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
130