დაუსჯელობამ და ყბადაღებულმა კოჰაბიტაციამ სააკაშვილის რეჟიმს დაუსჯელობის გრძნობა გაუჩინა
ხელისუფლება ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში როცა იცვლება, ახალი ხელისუფლება ვალდებულია ძველი ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაული ან დანაშაულები სრულფასოვნად გამოიძიოს და ყველა დამნაშავე კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯოს.
როცა ნაციონალური მოძრაობა ყოფილი პრეზიდენტის-სააკაშვილის დიქტატორად ჩამოყალიბების, ხოლო საქართველოს პოლიციურ რეჟიმად გადაქცვის გამო ქართველმა ერთმა და საქართველოს მოქალაქეებმა პოლიტიკურ სანაგვეზე მოისროლეს, ახალმა ხელისუფლებამ საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად დაიწყო იმ პირების დაკავება და გაქცეულებზე ძებნის გამოცხადება, ვისაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებებში ედებოდა ბრალი.
აი მაშინ გამოჩნდა ევრო-აშშ-ს ორმაგი სტანდარტები, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისათვის ძებნილ პირებს ისე გადაეფარნენმ როგორც წიწილებს გადაეფარება დედა კრუხი, შესაბამისად ვერ მოხერხდა ნაძირლების სათანადოდ დასჯა, დასავლეთმა შემოგვიგდო მოთხოვნა ყბადაღებული კოჰაბიტაციის სახით.
რომ არა კოჰაბიტაცია, სააკაშვილის ხელისუფლების დიდი ნაწილი ციხეებში იყო დიდი ვადით გამოსაკეტი, თან ლუქს საკნებში კი არა, არამედ საერთო საკნებში, სადაც მიშას ზონდერები იწვნევდნენ იმ დამოკიდებულების შედეგს საკუთარ თავზე, რასაც ისინი თავად უკეთებდნენ "ნემსის და აქლემის ქურდებს" და სრულიად უბრალო ადამიანებს, რომლებსაც ბიზნესი ვერ შეაწერეს და შეთითხნილი ბრალდებით გაუშვეს ციხეში.
ჩემთვის დღემდე გაუგებარია რატომ არ დაისაჯა გიორგი ბარამიძე, რომელმაც ზემო სვანეთში სასაკლაო მოაწყო სააკაშვილის ბრძანებით და ხელებაწეული ადამიანები ჩააცხრილვინა ყოველგვარი გამოძიების გარეშე.
ჩემთვის გაუგებარია, თუ რატომ არ დაისაჯა კირკიტაძე, რომელმაც პოლიციის ავტობუსის გვერდითა მინა ჩაამსხვრია საჯაროდ და წიხლებს ურტყამდა პოლიციელებს?
ჩემთვის გაუგებარია, რატომაა ქვეყნიდან ფაცხაფუცხით გაქცეული და დენთის სუნით დამფრთხალი, საქართველოში გამოქცეული ყოფილი პრეზიდენტი ციხეში და რატომაა "ვივამედის" კლინიკაში?
წესიერი თუნდაც ყოფილი მაღალჩინოსნები ქვეყნიდან არ გარბიან, გამოძიების შედეგებს ელოდებიან საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად.
დაითვალეთ რამდენი ვირთხაა ქვეყნიდან გაქცეული და მიხვდებით, დასავლურმა ლობისტებმა როგორ შეუშალეს ხელი ქართულ მართლმსაჯულებას კანონიერების აღდგენაში.
უბრალოდ სამარცხვინო ფაქტია ის, რომ სააკაშვილი, რომლის ხუშტურებს და ახირებებს ათეულობით უდანაშაულო ადამიანი შეეწირა თანხების გაფლანგვისათვის იჯდეს ციხეში.
რამდენი ხანია მისი დუჟმორეული სექტა გაიძახის, რომ თურმე ყოფილ პრეზიდენტს დემენცია აქვს და კვდება (ყოჩაღ ქართულ მედიცინას შესძლეს და მსოფლიოში პირველებმა მოახერხეს დემენციისგან ყოფილი პრეზიდენტის "განკურნება").
მე, რომ კანონმორჩილი მოქალაქე არ ვიყო, დიდი სიამოვნებით ამოვუნაყავდი გუშინ ცვირპირს ნაცების ნასხლეტებს, რომლებიც გუშინ ზუგდიდში იმყოფებოდნენ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში.
მართალია ტაშ-ფანდურით არ დახვედრიან მათ, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი, მათ უნდა დახვედროდნენ ისე, როგორც იმსახურებენ ეს ნაძირლები.
"გუარამიას" იმხელა დაცვა ახლდა კადიროვის დაცვა გეგონებოდათ. კარგად მახსოვს ეს პოლიტიკური გვამი, როგორ "აპრავებდა ბელადის ავკაცობებს.
განსხვავებული აზრი ჩემვის მისაღბია, მაგრამ არა ნაციონალებისაგან, რომლებსაც ქვეყნისთვის ბოროტების გარდა არაფერი არ მოუტანიათ.
ისე კარგია, დრომ გამოაჩინა ვინ ვინაა. უკრაინის შსს-ს მინისტრის ყოფილი მოადგილე ქართველი ნაცი, სამინისტროდან კინწისკვრით გამოაგდეს, როცა მისი უშუალო შეფი, ეროვნებით სომეხი მინისტრი კორუფციის გამო გგააპანღურეს სამინისტროდან.
მიშას ყოფილი მინისტრების დიდი ნაწილი ამერიკაში ან ტაქსაობენ ან ტრაილერის მძღოლები არიან. მუშაობა სირცხვილი არაა, სირცხვილი ისაა ეს უნიათოები, რომ გვყავდა მინისტრად.
აი ვანიჩკა მერაბიშვილს რაც შეეხება, ეს კოჰაბიტირებული ნაცი ისევ ცდილობს წყლის ამღვრევას ნაძირალა კეზერაშვილთან ერთად, იმედია ისევ იქ შეაბრუნებენ, სადაც კარგა ხანს მოუწია ყურყუტი, ოღონდ უკვე არა სამარტოო საკანში, არამედ საერთო საკანში, სადაც მიხვდება ყოველდღიურობაში მისი და მისი ბელადის დამსახურებით რა დღეში ყავდათ პატიმრები.
ნაციონალების დაბრუნება ხელისუფლებაში აპრიორი ნიშნავს ახალ ომს, უდანაშაულო ადამიანების ხოცვას ქუჩებში. რევანში არ უნდა შესდგეს არცერთ შემთხვევაში.
ხელისუფლებავ, "ვივამედში" მყოფი სააკაშვილის ადგილი ციხის საკანშია და არა კლინიკის ვიპ პალატაში.