x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ისინი ასეთები არასდროს არ გინახავთ!
მოგეხსენებათ, რომ შოუბიზნესი არის "ცნობილების" კომერციული საესტრადო გამოსვლა, რომელიც წარმოადგენს ღონისძიების ორგანიზატორთა შემოსავლის წყაროს და დღეს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას აქვს ის. შუბიზნესის წევრები არიან ამა თუ იმ ქვეყნის ცნობილი მომღერლები, მსახიობები, მოდელები და ა.შ, რომლებიც მუდამ ყურადღების ცენტრში არიან, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი მოქალაქეები. ისინი ასევე ხვდებიან ყვითელი პრესის ფურცლებსა და ჭორების ქარ-ცეცხლში. რა თქმა უნდა არიან ცნობილები, რომლებიც პრესისა და ტელევიზიებისგან იზოლირებულად ცხოვრობენ, თუმცა მათი განსაზღვრული ნაწილი დღემდე აქტიურად იკავებს "ყველაზე სექსუალური"-ს სტატუსსა და სკანდალებით იწევს რეიტინგს. პაპარაცებისა და ჟურნალისტების თვალს მიღმა ხომ არაფერი რჩება, აქტიურად იქექებიან ჩვენი ცნობილების პირად ცხოვრებასა და ქორწინება-განქორწინების საკითხშიც, რომელიც ჩვენს ცნობილებს (უმეტეს მათგანს) კარიერაზე ნაკლებად ადარდებთ.




image




როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, პაპარაცები და კამერები არის ყველგან, იქ, სადაც არიან ჩვენი ვარსკვლავები. ამიტომ ისინი ათასობით თანხებს ხარჯავენ იმის გამო, რომ მოუვლელობისა და არაესთეტიკურობის გამო არ მოხვდნენ ჟურნალების გარე ყდაზე, თუმცა ხდება გამონაკლისებიც, ვინაიდან ისინიც ისეთივე ადამიანები არიან, როგორც სხვა ყველა ჩვენ-დანარჩენი, მათაც უწევთ ზედმეტი თმის მოცილება სახიდან თუ სხეულის სხვა ნაწილებიდან, იკეთებენ მაკიაჟს, იღებენ შხაპსა და ფერუმარილის მეშვეობით მალავენ ნაკლოვანებებს. ამ ყველაფრის მიუხედავად კი, მაინც ხვდებიან პაპარაცის ობიექტივში, რომელსაც მათი არც ერთი წვრილმანი არ რჩება კამერებს მიღმა და გვანახებს ვარსკვლავებს სულ სხვა რაკურსით და არა ისეთს, როგორიც პრიალა ყდებიდან იდეალებად გვევლინებიან.






ასევე, როგორც უკვე აღვნიშნე, ვარსკვლავებიც ადამიანები არიან და ხანდახან გადატვირთული გრაფიკით, გადაღებებით და ა.შ დაღლილებს უბრალოდ დასვენება სურთ, მაგრამ მათ არ უნდა დაავიწყდეთ, რომ ყოვლისმომცველ პაპარაცებს არ სძინავთ და უბრალოდ ელიან საზოგადოების ფავორიტებს რაიმე შეეშალოთ და შემდეგ ეს კადრები მათი მილიონობით გულშემატკივრებისთვის (და არა მარტო მათთვის) დღის შუქზე გამოიტანონ.




ისინი ასეთები არასდროს არ გინახავთ!





1. ჯონ ტრავოლტა. image

ფილმი “Grease”-ს შემდეგ ტრავოლტამ იმიჯი საგრძნობლად შეიცვალა.





2. კრისტინა ორბაკაიტე. image

ყველას გახსოვთ ალბათ ფილმი "საფრთხობელა" (ჩუჩელა), სადაც იური ნიკულინი და პატარა კრისტინა ორბაკაიტე, (მაშინ ყველასათვის მხოლოდ ალა პუგაჩოვას ქალიშვილი იყო) იმდენად მძაფრად თამაშობდნენ, რომ ამ ფილმს დღესაც უყურებენ.





3. ნატალი პორტმანი. image

ახალგაზრდა ნატალი პორტმანი ფილმის "ლეონის" გადასაღებ მოედანზე. კამერის უკან კი ლუკ ბესონი დგას. ნატალი მხოლოდ 10 წლის იყო, როდესაც ამ ფილმისთვის შესარჩევი ტური გაიარა და მიიღო კიდეც როლი.





4. ჯუდი ფოსტერი. image

ჯუდი, მაშინ, როდესაც თითზე ბურთს აბზრიალებდა, ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ ჰოლივუდის კაშკაშა ვარსკვლავი და ორი ოსკარის მფლობელი გახდებოდა.





5. ბილი და ჰილარი კლინტონები. image

როდესაც ახალგაზრდა კლინტონები პინგ-პონგს თამაშობდნენ, ჯერ არ იცოდნენ როგორ წარიმართებოდა მათი ცხოვრება.





6. პრინცესა დიანა. image

პრინცესა დიანას უყვარდა ჩოგბურთის თამაში, მეგობრობდა სტეფი გრაფთან და კიდევ გაუგებარია, რატომ არის ის ფეხშიშველი ამ ფოტოზე.





7. ირინა შეიკი. image

ერთ დროს ირინა შეიკი პოზირებდა მეგობრისთვის კინოთეატრ „ბურვესტნიკთან“ შადრევნის ფონზე, ახლა კი ის მხოლოდ მსოფლიო ფოტოგრაფებისთვის პოზირებს.





8. ჯეკ ნიკოლსონი და მაიკლ დუგლასი. image

ნიკოლსონი და დუგლასი ფილმის One Flew Over the Cuckoo's Nest-ის გადასაღებ მოედანზე. მთავარი როლი ნიკოლსონმა შეასრულა, პროდიუსერი კი დუგლასი იყო. სხვათა შორის, გადაღებები ნამდვილ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მიმდინარეობდა, ექსტრასტებში კი კლინიკის ნამდვილი პაციენტები იყვნენ.





9. დონალდ ტრამპი.image

გულწრფელად, ვერ წარმომიდგენია, რამ შეიძლება აიძულოს დონალდ ტრამპი გადაიღოს ფოტო ვარდისფერ ოთახში ვარდისფერ საწოლზე.





10. რობინ უილიამსი. image

უბრალოდ, გენიალური ადამიანი და გენიალური მსახიობი.





11. მერილინ მონრო. image

მერილინის არაჩვეულებრივი ფოტო - ის არ არის მაკიაჟით, ზის აუზში და არ პოზირებს სპეციალურად, მაგრამ გულწრფელი და ბუნებრივია.





12. გლუკოზა. image

არ ვიცი, რამ უბიძგა ახალგაზრდა გლუკოზას გადაეღო ფოტო ღორებთან ერთად. როგორც ჩანს, მაქსიმ ფადეევის შემოქმედებითი ფანტაზიებია, რომელიც იმ დროს მისი პროდიუსერი იყო.





13. ბილ გეითსი. image

ახალგაზრდა ბილ გეითსი ფოტოზე ძველ კომპიუტერებს შორის ლურჯი ეკრანებით. ვინ წარმოიდგენდა, რომ რამდენიმე ათწლეულში ეს ადამიანი მსოფლიოს ნახევარს აიძულებდა აცრას...





0
243
4-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
243
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0