ამოცანები ამ გამოცანების ამოსახსნელად, ლოგიკური აზროვნების უნარი დაგჭირდებათ (პასუხები აქვს) 2024, 17 ივნისი, 8:31 ისეც ხდება, რომ გამოცანა, ერთი შეხედვით, ძალიან მარტივად გვეჩვენება და როგორც კი მის შინაარს გავეცნობით, პასუხიც მაშინვე მზად გვაქვს... მაგრამ, იმის გამო, რომ შეფასებაში შევცდით და მის ამოხსნას, საჭიროზე ნაკლები დრო დავუთმეთ, შესაძლოა, პასუხი სწორი არ იყოს. რა თქმა უნდა, თუ კარგად დავფიქრდებით, პასუხს აუცილებლად მივაგნებთ, ამიტომ ნუ იჩქარებთ, პირველივე აზრი, რომელიც თავში მოგივათ, შეიძლება, სწორი არ იყოს. I. გამოცანა ქაღალდის ფურცლებზე მაგიდაზე ფურცლების შეკვრა დევს, რომელშიც 100 ფურცელია. 5 წამში 10 ფურცლის გადათვლა შეგიძლიათ. რა მინიმალური დრო არის საჭირო, შეკვრიდან 80 ფურცლის ასაღებად? II. გამოცანა ქათმებზე და კვერცხზე 2 ქათამი, 2 დღეში, 2 კვერცხს დებს. რამდენ კვერცხს დადებს 6 ქათამი, 6 დღეში, თუ კვერცხის დებას, იგივე ტემპით გააგრძელებენ? III. გამოცანა კიბეზე სახლში 6 სართულია. რამდენად გრძელია გზა მე–6 სართულამდე, მე–3 სართულამდე გზასთან შედარებით, თუ ყველა სართულის სიმაღლე ტოლია, სართულებს შორის კი, კიბეების რაოდენობაც ერთნაირია. ხოლო, სადარბაზოში შესვლისას, მაშინვე პირველ სართულზე აღმოჩნდებით.
|
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი |