სხვა პოლიციის დევნისას ქალი მანქანის სახურავზე ავიდა და მთლიანად გაშიშვლდა(ვიდეო) 14 ივნისი, 16:28
პოლიციის დევნისას ქალი მანქანის სახურავზე ავიდა და მთლიანად გაშიშვლდა.
ლოს-ანჯელესში, აშშ-ში, ქალი პოლიციის დევნის დროს ჯერ მანქანის სახურავზე ავიდა, შემდეგ კი ჯერ ზემოთ გაიხადა, შემდეგ კი საცვალიც ჩაიძრო და ხელები მაღლა აღაპყრო. ეს ყველაფერი კი და ვიდეოზე დაფიქსირდა. ამის შესახებ გამოცემა TMZ იუწყება. ორმა საპატრულო მანქანა გამოეკიდა შავი ფერის ჯიპს, მას შემდეგ, რაც მოძრაობდა გზის შუა გამყოფ ხაზზე და არ შეასრულა პოლიციის ოფიცრების ბრძანება გაჩერების შესახებ. დევნის დროს მანქანები საათში 120-150 კილომეტრის სიჩქარით მოძრაობდნენ. დევნის დაწყებიდან ათი წუთის შემდეგ ჯიპი გაჩერდა და სახურავის ლუქიდან ქალი ამოძვრა. იგი მთელ სიმაღლეზე დადგა, პოლიციისკენ შებრუნდა და ტანსაცმლის გახდა დაიწყო. ქალი იდგა სრულიად შიშველი, გაშლილი ხელებით, სანამ სამართალდამცავებმა არ დააპატიმრეს. სხვა ავტომობილსტებმა კი ნახეს სრულმასშტაბიანი სანახობრივი შოუ... ზოგიერთმა ამოიღო მობილური ტელეფონები, რათა გადაეღო დევნის ველური დასასრული. პოლიცია ამბობს, რომ ვიდეოში გამოსახული ქალი დააკავეს რამდენიმე ბრალდებით, მათ შორის სისხლის სამართლის დანაშაულის ჩათვლით. ასევე დაუმორჩილებლობის, წინააღმდეგობის გაწევისა და პოლიციის ოფიცრებზე ფიზიკური ძალის გამოყენების გამო. 194 2-ს მოსწონს
|