სასმელები ბეილისი, ქსუ-ქსუ და ბეხეროვკა: მოვამზადოთ ძვირადღირებული სასმელები სახლის პირობებში 13 ივნისი, 19:07 ლიქიორები ბეილისი, ქსუ-ქსუ, ასევე ბეხეროვკა დიდი ხანია ყველას უყვარს, მაგრამ ბოლო დროს მათი ფასი „იკბინება“. თუ ეცდებით, მსგავსი ალკოჰოლი სახლის პირობებში შეგიძლიათ მოამზადოთ. სტუმრები დააფასებენ.
ბეილისი ლიქიორის მოსამზადებლად დაგჭირდებათ: 3 ლიტრი კოლა 2 ქილა შესქელებული რძე (სასურველია, კაკაოთი) 0, 7 ლიტრი 96 %-იანი სპირტი 5 პაკეტი ვანილი მინის ან პლასტმასის ჭურჭელი ბეილისის მასა ერთგვაროვანი უნდა იყოს, ამიტომ ინგრედიენტები დაამატეთ შემდეგი თანმიმდევრობით: შესქელებული რძე, კოლა, სპირტი და ვანილი. მასას კარგად აურიეთ ერთგვაროვანი ფერის მიღებამდე. ლიქიორი მინიმუმ 8 საათი გააჩერეთ, შემდეგ ისევ შეანჯღრიეთ. ახლა 24 საათი გააჩერეთ და ბოთლებში ჩაასხით. ასეთი ბეილისი ოთახის ტემპერატურაზე 6 თვე შეგიძლიათ შეინახოთ. ქსუ-ქსუ მარწყვის ლიქიორის მოსამზადებლად, რა თქმა უნდა, დაგჭირდებათ ლიქიორი. 3 კგ მარწყვი, 1 საშუალო ზომის ლაიმი, 0, 5 ლიტრი გრეიფრუტის წვენი, 2 ბოთლი (0, 5 ლიტრიანი) ჩვეულებრივი არაყი. მარწყვი პიურეს მიღებამდე დააბლენდერეთ. არაყი და გრეიფრუტის წვენი აურიეთ, დაუმატეთ მარწყვის პიურე და ლაიმის წვენი. თავსახურიან კონტეინერში მოათავსეთ და აურიეთ. 1 დღე ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ. ლიქიორი ქსუ-ქსუ მზადაა. მაცივარში შეინახეთ და მაქსიმუმ 2 კვირით. ბეხეროვკა 2 ლიტრი 96%-იანი სპირტი 15 გრამი დარიჩინი მილებში 50 ცალი მიხაკი 4 გრამი ილი 4 გრამი ანისული 20 მარცვალი შავი წიწაკა 0, 5 კგ შაქარი 3 ლიმონის ცედრა ალკოჰოლი და წყალი ერთმანეთში აურიეთ. სანელებლები დაუმატეთ და გააჩერეთ. სანამ სასმელი გემოებს და არომატებს შეიწოვს, შაქრის სიროფი მოამზადეთ. ნახევარ კილო შაქარს დაასხით 0, 5 ლიტრი წყალი, კარგად აურიეთ და ცეცხლზე დადგით. როცა სიროფი ადუღდება, სპირტიანი ხსნარი ჩაასხით და დაუმატეთ წყალი ისე, რომ სითხის მოცულობა 5 ლიტრი იყოს. ნარევს აურიეთ და 3 დღე გააჩერეთ ოთახის ტემპერატურის ოთახში. 3 დღის შემდეგ გემო გაუსინჯეთ, თუ არომატი და გემო საკმარისად ნაჯერი არ არის, კიდევ 2-3 დღე გააჩერეთ. სასურველი გემოს მიღების შემდეგ მარლაში გაფილტრეთ და ბოთლებში ჩაასხით. ამ სასმლის შენახვის ვადა შეუზღუდავია, მაგრამ ბოთლს აუცილებლად საცობი დაახურეთ. ასევე დაგაინტერესებთ: კლასიკა და იმპროვიზაცია, როგორ მოვამზადოთ იდეალური სანგრია სახლში ვისკის კოქტეილების 5 შესანიშნავი რეცეპტი იდეალური ალუბლის ლიქიორი მხოლოდ ოთხი მოქმედებით როგორ მოვამზადოთ გლინტვეინი თეთრი ღვინით და ხილით ბრინჯი და ფინიკი - მოამზადეთ საინტერესო სასმელი 49 შეფასება არ არის |