x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ძალიან მაგარი რჩევა მაქვს ჩვენი ე.წ. "ოპოზიციის " ლიდერებისთვის"-ბაკურ სვანიძე

imageბლოგერი და ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე ოპოზიციის ლიდერებს სოციალური ქსელით ირონიით მიმართავს და ასეთ "რჩევას" აძლევს:


"ძალიან მაგარი რ ჩ ე ვ ა მაქვს ჩვენიე.წ. "ო პ ო ზ ი ც ი ი ს" ლიდერებისთვის -
მომავალში ბ ი ძ ი ნ ა აუქციონზე თვითონ რომ გაიტანს ფ ი რ ო ს მ ა ნ ი ს ნახატს, ან იოანე-ზოსიმეს ხ ე ლ ნ ა წ ე რ ს, იმ მიზნით, რომ თვითონვე იყიდოს მ ი ლ ი ო ნ ა დ და აჩუქოს სახელმწიფო მუზემს და ამით ს ა ა რ ჩ ე ვ ნ ო დ ქულები დაიწეროს, მაგ დროს უცებ ეცეს და ხიოს მილიონ ნახევარი კ ე ზ ე რ ა მ, ან ხ ა ზ ა რ ა მ, ან ნ ა ყ ო ფ ი ა მ ან ოპოზიციის სხვა რომელიმე მილიონერმა ლიდერმა და დ ა ა ს წ რ ო ს ბიძინას და იყიდოს ეს ნახატი ან ხელნაწერი! ხომ
დარჩება ბიძინა ხახამშრალი?.
ვეღარაჩუქებს მუზეუმს ვერაფერს და ვეღარ დაიწერს საარჩევნოდ ქულებს!
არა, იმასაღარ ვამბობ, რომ მერე ეგ ოპოზიციონერები აჩუქებენ მუზეუმს და თავად დაიწერენ ქულებს-მეთქი.
ვიცი, რომ ეგენი არავის არაფერს აჩუქებენ და მოგვიანებით, სხვა ან იმავე აუქციონზე უფრო ძ ვ ი რ ა დ გაყიდიან მაგ ნახატს და ხელნაწერს, მარა,
რაც მთავარია ბიძინა ხო ვეღარ დაიწერს ქულებს და ხო დარჩება ხახამშრალი?!"-წერს ბაკურ სვანიძე.
შეგახსენებთ, ლონდონში, Christie’sის აუქციონზე იოანე ზოსიმეს 979 წლით დათარიღებული არამეულ და ქართულ ენაზე დაწერილი ხელნაწერი ბიძინა ივანიშვილმა იყიდა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს საჩუქრად გადასცა.
თუმცა ოპოზიციამ ივანიშვილის ამ მორიგ ქველმოქმედებას ათასგვარი კუდი მოაბა.
იოანე ზოსიმეს ხელნაწერის საქართველოსთვის გადმოცემას გამოეხმაურა ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია:
" არ არსებობს ამაზე დიდი ეროვნული საქმე, არ მომხდარა ბოლო პერიოდში ამაზე დიდი ეროვნული მოვლენა! საქართველოს განუმეორებელი იოანე ზოსიმე უბრუნდება! დიახ უბრუნდება, რადგან ჩვენი ქვეყნის ისტორია ისე წარიმართა რომ დღემდე ზოსიმეს არცერთი ხელნაწერი არ გაგვაჩნდა, ეს ის იოანე ზოსიმეა რომელმაც "ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი" დაწერა..."დამარხულ არს ენაჲ ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მესიისა საწამებელად. რათა ყოველსა ენასა ღმერთმან ამხილოს ამით ენითა."...ვულოცავ სრულიად საქართველოს, ვულოცავ ჩვენს ნეტარ ხსენებულ წინაპრებს, ვულოცავ ჩვენს დიდებულ მომავალ თაობას... აფერუმ იმ ვაჟკაცობას რომლითაც ეს შედევრი მრავალტანჯულ საქართველოს დაუბრუნდა! ჩვენი ქვეყნის პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია დღეს ყველაზე ბედნიერი იქნებოდა, რადგან სწორედ მან ამოიკითხა ზოსიმეს გენიალურ სიტყვებში ქართველი ერის სულიერი მისია: "და ესე ენაჲ მძინარე არს დღესამომდე, და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქჳან."
0
111
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
111
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0