x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"რადიკალებისთვის ჩემი შვილის სიცოცხლე ჩვეულებრივი მასალაა" - „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტის, ნიკო მანაგაძის დედა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვს

image

„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტის, ნიკო მანაგაძის დედა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვს. ვიკა კვიტაშვილი ამბობს, რომ წლების განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციებს ახალგაზრდები შეცდომაში შეჰყავთ და მათ პროტესტისთვის იყენებენ. ნიკო მანაგაძის დედა ასევე ამბობს, რომ რადიკალებისთვის მისი შვილის სიცოცხლე ჩვეულებრივი მასალა იქნება.
„ყოველთვის ძალები, რომლებსაც სურთ რევოლუცია, არეულობა ქვეყანაში, ახალგაზრდებს იყენებენ, რადგან მათი დამორჩილება ადვილად შეიძლება. იყენებენ აქტიურებს, ნიჭიერებს, ისეთებს, როგორიც არის ნიკო [მანაგაძე]. სკოლაში სწავლის დროიდან დაინტერესდნენ ნიკოთი „ენჯეოები“ და კარგად „ამუშავეს“. სჭირდებათ ასეთი ბავშვები. მათზე პასუხისმგებლობასაც ბოლომდე არ აიღებენ, გამოიყენებენ და ეგ არის. ვინც ნიკოს უკან დგას, მათთვის ნიკო მასალაა და ოჯახისთვის, რომ რამე მოხდეს, ტრაგედიაა. ველოდები გამოძიებას [ნიკო მანაგაძეზე თავდასხმის საქმეზე]. დარწმუნებული ვარ, სამართლიანად მოხდება გამოძიება“, - აღნიშნა ნიკო მანაგაძის დედამ „ქრონიკასთან“ სატელეფონო საუბარში.
0
208
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
208
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0