სხვა შთამბეჭდავი ვიეტნამი ნიჭიერი ფოტოგრაფის ტრან ტუან ვიეტის ფოტოებში 12 ივნისი, 19:23 კალათებისა და სათევზაო ბადეების ქსოვა, ვარდისფერი წყალმცენარეების სეზონი, ქვიშის დიუნების გადაკვეთა - ეს ყველაფერი შორს არის მეგაპოლისში მცხოვრები თანამედროვე ადამიანისთვის. როცა გინდა პრობლემებისგან დასვენება და პიკის საათში გაუთავებელი საცობების დავიწყება, გიზიდავს ისეთი ველური და ამავდროულად ნაცნობი ფენომენები, როგორიც წარმოდგენილია ტრან ტუან ვიეტის საოცრად ნათელ და ამავდროულად წყნარ ფოტოებში.
ტრან ტუან ვიეტი ვიეტნამელი ფოტოგრაფი და ვიზუალური მთხრობელია, რომელიც ტურისტულ და კულტურულ ფოტოგრაფიაზე სპეციალიზებულია. 2007 წელს ვიეტს შეუყვარდა ფოტოგრაფია და დაიწყო თავისი ნამუშევრების გამოქვეყნება ინტერნეტში, რაც მალევე შენიშნეს მსოფლიოს მასშტაბით მედიასაშუალებებმა. ფოტოგრაფი არაერთხელ დააჯილდოვეს რამდენიმე პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოთი. ახლა ვიეტი მუშაობს ისეთ კომპანიებთან, როგორიცაა Google, Samsung, Hyundai, Canon. ფოტოგრაფის ნამუშევრები ცნობილ ჟურნალებშიც დაიბეჭდა. მაგალითად, National Geographic Magazine, National Geographic Books, Smithsonian Magazine, The Guardian Travel, Hoerzu Magazine, Jetstar Magazine და ბევრ ვიეტნამურ გამოცემაში. ვიეტი თავისი ფოტოებით საშუალებას გვაძლევს დავინახოთ ულამაზესი ვიეტნამის პოზიტიური და მეგობრული მხრიდან. 1. 2. 3. 4. 5. 6. 7. 8. 9. 10. 11. 12. 13. 14. 15. 16. 17. 18. 19. 20. 21. 22. ასევე დაგაინტერესებთ: 25 გასაოცარი ფოტო გრამი ფოტოშოპის გარეშე სამხრეთი კუნძული - ნამდვილი სამოთხე დედამიწაზე მიტოვებული ციხესიმაგრეების სილამაზე Jahz Design–ის ობიექტივში თვალუწვდენელი შონდონგი – ყველაზე დიდი მღვიმე დედამიწაზე საოცარი პატარა ქალაქები, რომლებიც არარეალურად გამოიყურება 146 1-ს მოსწონს |