x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138966
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
გაყრის შემდეგ უსახსროდ და უსახლკაროდ დარჩენილმა ორი შვილის დედამ თავის ხელით ააშენა სახლი (ვიდეო)
image

სამწუხაროდ, არც ისე იშვიათია, როცა ქალები განქორწინების შემდეგ შვილების მარტო აღზრდასთან ერთად უსახსრობის პრობლემას აწყდებიან და ზოგჯერ უსახლკარობის ზღვარზეც არიან.


ეს ბედი ეწია 27 წლის შარლოტა საპველს, ორი შვილის დედას, რომელსაც არ სურდა მშობლების კისერზე ტვირთად დაწოლა, მაგრამ მცირეწლოვან ბიჭებთან ერთად არც ქუჩაში დარჩენა სურდა .

image


ამის შემდეგ ქალმა სასოწარკვეთილი ნაბიჯის გადადგმა გადაწყვიტა, საკუთარი ხელით სახლის აშენება, რითაც დაამტკიცა, რომ არავითარ შემთხვევაში იმედი არ უნდა დაკარგოთ.



ბედნიერი ქორწინების მშვენიერი ისტორია, დამთავრდა საკმაოდ სევდიანად. განქორწინების შემდეგ ახალგაზრდა დედა დარჩა უსახსროდ და ჭერის გარეშეც კი, რადგან ყოფილ ქმარს არ სურდა არც მისი და არც საკუთარი ბავშვების ნახვა.


თავდაპირველად ქალი ბინის დაქირავებას ცდილობდა, მაგრამ ქირა ერთი ადამიანისთვის მიუწვდომელი აღმოჩნდა, რომელსაც მცირეწლოვანი ბავშვებიც უნდა შეენახა.


ამასობაში კი შარლოტას მშობლები დაჟინებით მოითხოვდნენ, რომ ქალიშვილი და შვილიშვილები გადასულიყვნენ მათთან საცხოვრებლად, მაგრამ მას არ სურდა მათი შევიწროება, რადგან მშობლების სახლი ისედაც მოკრძალებული ზომის იყო, თან იქ ბაბუა და უმცროსი ძმაც ცხოვრობდა. მარა და ორი შვილით ქუჩაში დარჩენაც შეუძლებელი იყო.


სამაგიეროდ მისი მშობლების სახლი საკმაოდ ფართო ნაკვეთზე იდგა, ამიტომ შარლოტამ გადაწყვიტა სასოწარკვეთილი ნაბიჯის გადადგმა, მან გადაწყვიტა ცალკე სახლი აეშენებინა თავისი პატარა ოჯახისთვის. ეს იდეა მისმა ბაბუამ მოიწონა, რომელიც არამარტო დაეხმარა, არამედ შვილიშვილს 10 ათასი დოლარიც გადასცა, რათა მან თავისი გეგმები განეხორციელებინა და ფეხზე წამმდგარიყო. მშობლები ასევე არ იყვნენ წინააღმდეგი, მაგრამ ფიზიკურად ვერ დაეხმარებოდნენ რადგან ისინი სამსახურით იყვნენ დაკავებულნი.

image

მაგრამ პაპამისი, როგორც პროფესიონალი დურგალი, არა მხოლოდ პრაქტიკულ რჩევებს აძლევდა შვილიშვილს, არამედ ასწავლიდა, თუ როგორ უნდა იმუშაოს ამა თუ იმ ხელსაწყოთი, ის ყველა შესაძლო დახმარებას უწევდა, თუმცა არც ისე ხშირად, რადგან მოხუცებულს უკვე ჯამრთელობა აღარ უწყობდა ხელს.

image

მშენებლობის პროცესით მოხიბლული შარლოტა იმითაც იყო გახარებული, რომ მან თავად შეიმუშავა 6/ 3 მეტრზე ზომის პატარა სახლის პროექტი, დაეუფლა ხუროს საფუძვლებს (საბედნიეროდ, პაპამისს ჰქონდა სახელოსნო დაზგებით და საჭირო ხელსაწყოებით) .


ახალგაზრდა ქალმა ისწავლა კედლების აგება, იატაკისა და სახურავების გაკეთება, ფილების და იატაკის დაგება, ელექტროენერგიის და სანტექნიკის დამონტაჟება. ახალგაზრდა დედამ ყველაფერი ისწავლა და ამაყობს, რომ თავად შეძლო ისეთი რამის გაკეთება, რასაც ბევრი კაცი, რომელმაც გაეგება მშენებლობისა თუ ხუროს შესახებ, ვერ გაბედავს.

image


აღსანიშნავია, რომ სირთულეები წარმოიშვა არა მხოლოდ მშენებლობის პროცესში. როცა სახლი მზად იყო, ახალგაზრდა ქალს, უნდა მოეპოვებინა ნებართვა ადგილობრივ ბიუროკრატიისგან.

image

image

მნიშვნელოვანი თანხის სანაცვლოდ, საჭირო იყო სპეციალისტების გამოძახება, რომლებიც ახორციელებდნენ ნიადაგის ანალიზს და საჭირო აზომვებს (მშენებლობის ამზომველი და ინჟინერი), მხოლოდ მათი რეზოლუციის შემდეგ გაცემული დოკუმენტების მიხედვით, უნდა გაკეთებულიყო ცვლილებები. ასევე საჭირო იყო სამშენებლო და სხვა გამოყენებული მასალების სერთიფიკატების შეგროვება, ნიადაგის ანალიზის შედეგები და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ ამ ყველაფერში უფრო მეტი ფული დაიხარჯა, ვიდრე პატარა სახლის აშენებაში, შარლოტამ საბოლოოდ მაინც გაიმარჯვა ამ „ბრძოლაში“ თავისი სახლისა და შვილების მომავლისთვის.


0
286
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
286
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0