ჭადრაკი "ყაიმზე თანახმა ვარ" - სახალისო ისტორია სომხებზე და მიხეილ ტალზე 12 ივნისი, 12:04 ერთხელ ცნობილი მოჭადრაკე მიხეილ ტალი მეგობრებთან ერთად სადილობდა სოჭის იმ დროსთვის ცნობილ სასტუმრო "ჟემჩუჟინას" რესტორანში . მსოფლიოს ყოფილ ჩემპიონს ბევრი სტუმარი სახეზე ცნობდა. ცოტა ხანში ექს-ჩემპიონთან მიმტანი მივიდა და ტალს ერთი ბოთლი ძვირადღირებული სომხური სამარკო კონიაკის ბოთლი დაუდგა და თან აუხსნა, რომ ეს იყო საჩუქარი მისი სომეხი თაყვანისმცემლებისსგან, რომლებიც აქვე გვერდით მაგიდასთან ქეიფობდნენ. იმ დროს როგორც ხშირად ხდებოდა, ტალმა ოფიციანტს სთხოვა საპასუხოდ მისი სახელით ამავე მარკის ორი ბოთლი კონიაკი გაეგზავნათ... ორიოდე წუთის შემდეგ საპასუხად მიხეილ ტალმა ოთხი ბოთლი კონიაკი მიიღო. დიდოსტატი წამით დაფიქრდა, შემდეგ გამოგზავნილი ერთ-ერთი ბოთლი აიღო, ბურთულიანი კალამი ამოიღო და ეტიკეტზე გარკვევით წააწერა: „ყაიმზე თანახმა ვარ.მიხეილ ტალი“ და კონიაკი მიმტანს უკან გაატანა. ფოტოზე: სასტუმრო "ჟემჩუჟინა" სოჭში, 1977 წელი შეგახსენებთ, ებრაული წარმოშობის ლატვიელი მოჭადრაკე მიხეილ ტალი იყო მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში(1960)ბლიცში(1988).საბჭოთა კავშირის ექვსგზის ჩემპიონი(1957, 1958, 1967, 1972, 1974, 1978)სსრკ გუნდის შემადგენლობაში საჭადრაკო ოლიმპიადების რვაგზის გამარჯვებული, ევროპის ექვსგზის ჩემპიონი და მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი სტუდენტებს შორის გუნდურ შეჯიბრში, ინტერზონალური ტურნირების გამარჯვებული (1958, 1964, 1979), და სხვა. მიხეილ ტალი 1992 წელს გარდიაცვალა ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, თუმცა სიცოცხლის ბოლომდე თამაში არ შეუწყვეტია იმავე 1992 წელს მონაწილეობდა მოსკოვის ბლიც-ტურნირში, სადაც მე-3 ადგილი დაიკავა. 449 2-ს მოსწონს
|