ჭადრაკი სკანდალი ჰიჯაბის გამო-ირანელი მსაჯი იძულებულია სამშობლოში აღარ დაბრუნდეს 2020, 18 იანვარი, 13:49 32 წლის ირანელი საერთაშორისო მსაჯისთვის ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი ჭადრაკში მნიშვნელოვანი მოვლენა უნდა ყოფილიყო მის კარიერაში. შოჰრე ბაიათი პირველად იყო მსოფლიო პირველობაზე მთავარი მსაჯი. თუმცა ირანული მედიისთვის ამ მოვლენაზე უფრო მნიშვნელოვანი გამოდგა შოჰრე ბაიათის შანხაის ტურნირის ამსახველი ფოტოები, სადაც ის ჰიჯაბის გარეშეა, რაც თავის ქვეყანაში აკრძალულია. შოჰრე ბაიათი ამბობს, რომ ახლა საკუთარ უსაფრთხოებაზე შიშობს ის თუ ირანში დაბრუნდება, შესაძლოა იგი დააკავონ ქალთა ისლამური ჩაცმულობის დრეს-კოდის დარღვევის გამო. ”მობილური ტელეფონით ჩავრთე და ვნახე, რომ ეს ფოტოები ყველგან [ირანულ მედიაში] იყო. ისინი ამტკიცებენ, რომ თავსაბურავი არ მქონდა მოხურული და ეს იყო პროტესტი ჰიჯაბის ტარების წინააღმდეგ”, - განაცხადა შოჰრე ბაიათიმ. "ეს მოთხოვნა ეწინააღმდეგება ჩემს შეხედულებებს. ადამიანებს უნდა ჰქონდეს იმის ჩაცმის უფლება, რაც მათ მოესურვებათ. ისინი არ უნდა აიძულონ ჩაიცვან გარკვეული ნიმუშებით. ”- განმარტავს იგი, თუმცა განმარტავს, რომ შანხაიში, ისევე როგორც სხვა ტურნირებზე ყოველთვის ჰიჯაბი ჰქონდა მოხურული. ახლა შოჰრე ბაიათი იმყოფება ვლადივოსტოკში, სადაც მიმდინარეობს ქალთა საჭადრაკო ჩემპიონატის მეორე ნაწილი. შოჰრე ბაიათს ირანის ჭადრაკის ფედერაციამ სთხოვა „დაეწერა რაღაც“ საპასუხოდ, მის ფოტოებზე მწვავე რეაქციის საპასუხოდ. როგორც შოჰრე ბაიათი მიხვდა, მისგან მოელიან ბოდიშს და სიტყვებს ირანული ჩაცმის დრეს-კოდის დასაცავად. მაგრამ მან უარი თქვა. ამ უარის თქმის შემდეგ, მისი აზრით ირანში დაბრუნება, სარისკოა. "ირანის ციხეებში ბევრი ქალია, რომლებიც ჰიჯაბის გამო სხედან იქ. ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა. მათ შესაძლოა სამაგალითო დასჯა მომიწყონ სხვების დასანახად ", - განმარტა შოჰრე ბაიათმა და დასძინა, რომ იგი პანიკაში ჩავარდა, როდესაც დაინახა რა რეაქცია ჰქონდა ირანულ საზოგადოებას მის ფოტოებზე სოციალურ ქსელში. 273 3-ს მოსწონს
|