x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
პრობლემები, რომლებსაც მარტივად აგვარებს სოდა - იცოდით?
ბევრ ფულს ვხარჯავთ კოსმეტიკურ პროდუქტებში, რომლებიც გვეხმარება გამოვიყურებოდეთ უკეთ და სუფთად. თანაც, ბაზარზე ბევრი ისეთი კოსმეტიკური პრდუქტია, რომლებიც ქმნიან საოცრებებს კანზე, თმასა და ფრჩხილებზე. თუმცა, ამ პროდუქტების პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მათ შემადგენლობაში ბევრი საეჭვო და ქიმიური ინგრედიენტია, რომლებსაც მეტი ზიანი მოაქვთ, ვიდრე სარგებელი.



საბედნიეროდ, არსებობენ ადამიანები, რომლებიც გარეგნობაზე ზრუნვისთვის ალტერნატიულ გზას მიმართავენ და ცდილობენ სახლში შექმნილი პროდუქტებით მიხედონ ამ პრობლემას.



image



საცხობი სოდა უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი ბუნებრივი პროდუქტია, რომელიც ანაცვლებს ბევრ მშვენიერ კოსმეტიკურ ნაწარმს. დღევანდელ სტატიაში გეტყვით სოდის დანიშნულებებზე, რომლებიც აქამდე არ იცოდით.




პრობლემები, რომლებსაც მარტივად აგვარებს სოდა





● სოდის ტექსტურა ეფექტურად უმკლავდება კბილის მინანქრის სიყვითლესა და ნადებს. მისი გამოყენება, საგრძნობლად გაათეთრებს თქვენს კბილებს.




● მუხლებსა და იდაყვებზე ხშირად უხეშდება კანი, სოდის ტექსტურა კი მათ წარმოუდგენელ სირბილეს დაუბრუნებს.




● სოდისა და წყლის მეშვეობით მოზილეთ ტექსტურა და დაიტანეთ სახეზე. ის მოგაშორებთ მკვდარ უჯრედებს და შესძენს კანს საოცარ სიმტკიცეს. ასევე მოგაშორებთ აკნეს და შველის კანის სხვა პრობლემებსაც.




● სოდა ბუნებრივი დეოდორანტია. სოდის პასტა იღლიიდან უსიამოვნო სუნს აშორებს.




● მწერების ნაკბენის შემდეგ ქავილს, შეშუპებას და უსიამოვნო შეგრძნებებს მარტივად უმკლავდება სოდა.




● თუ შამპუნში ცოტაოდენ სოდას ჩაამატებთ, დაბანის შემდეგ ადვილი შესამჩნევი იქნება, თქვენი თმა უფრო ბზინვარე, რბილი და მოცულობითი რომ გახდა.




● საცხობი სოდა ეფექტურია რბილი ავეჯის, იატაკისა და ნესტიანი ადგილების გასაწმენდად, ის, როგორც სადეზინფექციო, ასევე მათეთრებელ ეფექტს ახდენს და შედეგი მართლაც წარმოუდგენელია.




0
503
4-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
503
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0