x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
იყო მთვარეზე ასტრონავტად, დაიღუპა დედამიწაზე - 90 წლის კაცს როგორ უნდა ანდო თვითმფრინავის საჭე?
image
90-წლის ამერიკელი ასტრონავტი უილიამ ანდერსი დაიღუპა პატარა თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო, რომელსაც თავადვე მართავდა.
ასტრონავტის სხეული აღმოჩენილ იქნა ვაშინგტონის შტატში მდებარე ერთერთ კუნძულთან ოკეანეში.



ფედერალური საავიაციო ასოციაციის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით ყოფილი ასტრონავტი მართავდა მომცრო ზომის თვითმფრინავს "Beech A45", ანდერსი თვითმფრინავში მარტო იმყოფებოდა.



1968 წელს ანდერსი მართავდა პილოტირებად მოდულს "Аполлон-8"–ს, პირველ კოსმოსურ ხომალდს ეკიპაჟით, რომელმაც მიაღწია მთვარეს. ფრენისას ანდერსმა გადაიღო საკულტო სურათი, რომელიც ცნობილია, როგორც "დედამიწის ამოსვლა".



"ჩვენ გავიარეთ ამხელა გზა, რათა შეგვესწავლა მთვარე, მაგრამ ყველაზე მთავარი, რაც ჩვენ აღმოვაჩინეთ, ეს იყო დედამიწა"-განაცხადა მსოფლიოში წარმოუდგენელი პოპულარობით განთქმული სურათის ავტორმა.




უილიამ ანდერსს ბოლო წლები ჰიპერტენზია და გული აწუხებდა, თუმცა ღმად ასაკოვანი ყოფილი ასტრონავტი ოჯახის წევრების თქმით კატეგორიულ უარზე იყო ემკურნალა კლინიკაში, რადგან თვლიდა, რომ მის ასაკში მკურნალობა უბრალოდ "წყლის ნაყვა" იყო და მეტი არაფერი. პირველადი დათვალიერებით სწორედ გულმა უმტყუნა ასტრონავტს, დანარჩენს სამედიცინო ექსპერტიზა დაადგენს.



"დედამიწის ამოსვლა"-მსოფლიოში ცნობილი სურათი, რომლის ავტორიც უილიამ ანდერსი გახლდათ.

image
ვიდეო იმ ადგილის აღწერით, სადაც ჩამოვარდა ცნობილი ასტრონავტის თვითმფრინავი.



ვარდნის ტრაექტორიიდან გამომდინარე აშკარაა, რომ პილოტს ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა.

0
221
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
221