x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ებრაელი მილიარდელი სასქესო ორგანოს გასადიდებლად ჩასატარებელი ოპერაციის დაწყებამდე გაკეთებულ ინექციას ემსხვერპლა

image ექუდ არიე ლენიადო, ისრაელის და ბელგიის მოქალაქე, გარდაიცვალა საოპერაციო მაგიდაზე 65 წლის ასაკში სამედიცინო პროცედურების ჩატარებით გამოწვეული გართულებების გამო.
ექუდს უნდოდა პლასტიკური ქირურგების დახმარებით გაეზარდა საკუთარი მამაკაცური "ღირსების" ზომა.
როგორც ბელგიის მასობრივი ინფორმაციის საშუალებები იტყობინებიან ალმასებით მოვაჭრე მილიარდელი გარდაიცვალა გულის გაჩერების გამო, როცა მის მამაკაცურ ორგანოზე გაკეთებულ იქნა საოპერაციოდ მოსამზადებელი ინექცია, რეანიმაციული მოქმედებების მიუხედავად მილიარდელის გულის ამუშავება ვერ მოხერხდა და ის საოპერაციო მაგიდაზე გარდაიცვალა.
ექუდი ძვირფასი ქვებით ვაჭრობდა 40 წლის მანძილზე, 2015 წელს გაყიდა მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ბრილიანტი "ჟოზეფინას ლურჯი მთვარე" 48, 4 მილიონ დოლარად.
როგორც ამბობენ მომავალ მილიარდელს სკოლა არ დაუმთავრებია ისე დაიწყო მუშაობა მასაჟისტად. მომავალი მილიარდელი დაბალი ტანის იყო, რის გამოც მას მუდამ ჰქონდა დაბალი სიმაღლის კომპლექსი.
ბოლო პერიოდში მას ბელგიის საგადასახადო სამსახურთან შეექმნა პრობლემები . მას ბრალად წაუყენეს უკანონო ვაჭრობა და ალმასების უკანონო შემოტანა კონგოდან და ანგოლადან, ბელგიის საგადასახადო სამსახურის განცხადებით ექუდმა თავი აარიდა 5 მილიარდი დოლარის გადახდას. მას აგრეთვე ბრალი დასდეს ალმასების წარმომავლობის დამამტკიცებელი დოკუმენტების გაყალბებაში.
სასამართლო მოსმენის დღეც დაინიშნა, მაგრამ მანამდე მილიარდელი საკუთარ ახირებას (გაედიდებინა სასქესო ორგანო) შეეწირა.
image

0
378
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
378