კაბები ყველაზე ძვირადღირებული კაბები, რომლებიც აუქციონზე გაიყიდა 12 ივნისი, 13:32 ცნობილია, რომ ხელოვნების სამყაროში იშვიათი ნახატებისა და ქანდაკებების ფასი მილიონს აჭარბებს. როგორც ჩანს, მოდის მოყვარულებიც არ ჩამორჩებიან ამ ტენდენციას და იძენენ ძვირადღირებულ კაბებს, რისთვისაც თანხებს არ იშურებენ. გასაოცარი ნამუშევრები კაბების სახით, რომლებსაც ატარებდნენ მერლინ მონრო და პრინცესა დაიანა, აუქციონზე მოხვდა და მათმა ღირებულებამ სოლიდარულ ფასებს მიაღწია. 1. 2024 წლის დასაწყისში აღნიშნული კაბა გაიყიდა 112, 100 დოლარად. კაბა შეიქმნა 1967 წლის გაზაფხულის კოლექციისთვის. შესრულებულია ალუმინის ჯაჭვებისა და მართკუთხა ფირფიტებისაგან.
2. 2024 წლის იანვარში ჟაკ აზაგურის კაბა, რომელიც ერთხელ ეცვა პრინცესა დაიანას 1980-იან წლებში ფლორენციაში, აუქციონზე გაიყიდა 1, 148, 080 დოლარად. აღნიშნულმა კაბამ დაამყარა მსოფლიო რეკორდი, როგორც ყველაზე ძვირადღირებული პრინცესა დაიანას კაბა, რომელიც ოდესმე გაყიდულა აუქციონზე
3. 2006 წელს ოდრი ჰეფბერნის შავი კაბა, რომელიც მას ეცვა "საუზმე ტიფანისთან", აუქციონზე გაიყიდა 807, 000 დოლარად. ეს ფასი 7-ჯერ აღემატება კაბის თავდაპირველ ფასს 4. 2016 წელს ჟან ლუის "შიშველი" კაბა, რომელიც მერლინ მონროს ეცვა 1962 წელს, შეიძინა ერთ-ერთმა მუზეუმმა 4, 800, 000 დოლარად. 2022 წელს აღნიშნული კაბა მოირგო კიმ კარდაშიანმა მეთ გალასთვის
5. 2011 წელს ქეით მიდლტონის მანჭვირვალე კაბა 125, 000 დოლარად გაიყიდა. მიდლტონმა კაბა სტუდენტობისას ჩაიცვა ყოველწლიური საქველმოქმედო მოდის ჩვენების დროს. 6. 2015 წელს ჯუდი გარლანდის მიერ მორგებული "ჯუჯის კაბა", რომელიც მას ეცვა "ოზის ჯადოქარში", გაიყიდა 1, 565, 000 დოლარად 7. პრინცესა დაიანას მიერ მორგებული შავი ხავერდის კაბა, 2019 წელს გაიყიდა 290, 000 დოლარად. 8. მერლინ მონროს ცნობილი თეთრი კაბა, რომელიც მას ეცვა ერთ-ერთ ფილმში, 2011 წელს აუქციონზე გაიყიდა 5, 600, 000 დოლარად. 9. 2011 წელს, სესილ ბიტონის დიზაინით შექმნილი კაბა, რომელიც ოდრი ჰეფბერნს ეცვა ერთ-ერთ ფილმში, აუქციონზე გაიყიდა 4, 500, 000 დოლარად
119 შეფასება არ არის
|