x
ყველაზე ძვირადღირებული სახლები მსოფლიოში

გიოცნებიათ იდესმე მდიდრულ სასახლეში ცხოვრებაზე? თუ ასეა, თქვენ მარტო არ ხართ. ბევრი ჩვენგანი ოცნებობს მეფისთვის განკუთვნილ სასახლეში ცხოვრებაზე. წარმოგიდგენთ 10 ყველაზე ძვირადღირებულ სახლს მსოფლიოში



1. ბუკინგემის სასახლე

მდებარეობა:ლონდონი, დიდი ბრიტანეთი

მფლობელი:ბრიტანეთის სამეფო ოჯახი

ღირებულება:დაახლოებით 4.9 მილიარდი დოლარი

ბუკინგემის სასახლე ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული სახლია მსოფლიოში.იგი თავდაპირველად აშენდა 1703 წელს, როგორც ბუკინგემის სახლი ბუკინგემის ჰერცოგისთვის, თუმცა მოგვიანებით იგი გახდა ბრიტანეთის მონარქის ოფიციალური სამეფო რეზიდენცია. სასახლეს აქვს 775 ოთახი, მათ შორის 19 სათავსო ოთახი, 52 სამეფო და სასტუმრო საძინებელი, 92 ოფისი და 78 სველი წერტილი.

image


2. ანტილია


მდებარეობა:მუმბაი, ინდოეთი

მფლობელი:მუკეშ ამბანი

ღირებულება: დაახლოებით 2 მილიარდი დოლარი

ანტილია ყველაზე ძვირადღირებული სახლია ინდოეთში და შეიძლება ითქვას მსოფლიოშიც. მუკეშ ამბანმა იგი ააგო 2010 წელს და ოჯახს მიუძღვნა.მან დაიქირავა 600 დამხმარე თანამშრომელი, რამაც გადააქცია ანტილია ყველაზე ძვირადღირებულ შენობად. ის არის 400, 000 კვ.მ. 27 სართულით. შენობაში არის 50 ადგილიანი კინოთეატრი, 6 სართულიანი პარკინგი, რამდენიმე საცურაო აუზი და ვერტმფრენის მოედანი

image

3. ვილა ლეოპოლდა

მდებარეობა:საფრანგეთი

ლილი საფრა-ლიბანელი ბანკირის უილიამ საფრას ქვრივი

ღირებულება: დაახლოებით 750 მილიონი დოლარი

ვილა ლეოპოლდა მდებარეობს საფრანგეთის რივიერაზე.იგი აშენდა 1902 წელს ბელგიის მეფე ლეოპოლდ II-ის მიერ.რომელიც მან ერთ-ერთ საყვარელს აჩუქა.მოგვიანებით ეს სახლი ლიბანელნა ბანკირმა შეიძინა და ლილი საფრას დაუტოვა. ვილა არის 18 ჰექტარი ფართობის, რომელსაც უვლის 50 მებაღე.

image

4. ვილა ლეს სერდესი

მდებარეობა: საფრანგეთი

მფლობელი: უკრაინელი ბიზნესმელი რინატ ახმეტოვი

ღირებულება: დაახლოებით 450 მილიონი დოლარი

ლეს სერდესი არის ისტორიული მამული, რომელიც თავდაპირველად აშენდა 1830 წელს. იგი ეკუთვნოდა ბელგიის მეფე ლეოპოლდ II-ს. სასახლეში განთავსებულია 14 საოცარი ზომის ოთახი, ოლიმპიური ზომის საცურაო აუზი და 35 ჰექტარი ბოტანიკური ბაღი

image

5. ბუშტების სასახლე

მდებარეობა:კანი, საფრანგეთი

მფლობელი:მოდის დიზაინერი პიერ კარდენი

ღირებულება: დაახლოებით 420 მილიონი დოლარი

ბუშტების სასახლე არის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული და ლამაზი შენობა საფრანგეთში მისი უნიკალური არქიტექტურის გამო. მისი მშენებლობა დასრულდა 1989 წელს. იგი გადაჰყურებს ხმელთაშუა ზღვას და აქვს გასაოცარი ხედები. სახლი მოიცავს 10 საძინებელს, მრავალ საცურაო აუზსა და ამფითეატრს 500 ადგილით.

image

6. The Odeon Tower Penthouse

მდებარეობა: მონაკო

მფლობელი: საჯაროდ არ არის ცნობილი

ღირებულება: დაახლოებით 330 მილიონი დოლარი

პენტჰაუსის მშენებლობა დასრულდა 2015 წელს. 2000 კვადრატულ მეტრიანი ბინა დაახლოებით 330 მილიონ ევროდ გაიყიდა. პენტჰაუსს აქვს 360 გრადუაინი ხედი ზღვაზე და წვდომა სახურავის წრიულ აუზზე. იგი მდებარეობს ოდეონის კოშკის თავზე და მოიცავს მრავალ სართულს.

image

7. Four Fairfield Pond

მდებარეობა:ნიუ-იორკი, აშშ

მფლობელი: ირა რენერტი (ამერიკელი ინვესტორი)

ღირებულება: დაახლოებით 250 მილიონი დოლარი

ქონება არის უმდიდრესი ამერიკელი ინვერსტორის საკუთრებაში. შენობა დასრულდა 2003 წელს, არის 62000 კვადრატული სიდიდის და 63 ჰექტარ მიწაზე გადაჭიმული. სასახლეში არის 29 საძინებელი, 39 აბაზანა, კალათბურთის მოედანი, ჩოგბურთის კორტები და სამი საცურაო აუზი. აქვს საკუთარი ელექტროსადგური ქონების ელექტრო საჭიროებებისთვის

image

8. 18-19 კენსინგტონის ბაღები

მდებარეობა:ლონდონი, დიდი ბრიტანეთი

მფლობელი:ლაქშმი მიტალი (ინდოელი ფოლადის მაგნატი)

ღირებულება:დაახლოებით 222 მილიონი დოლარი

შენობა მდებარეობს ლონდონში, თუმცა იგი ეკუთვნის წარმოშობით ინდოელ მაგნატს. მისი თავდაპირველი მშენებლობა თარიღდება მე-19 საუკუნით, ხოლო მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა 2000-იანი წლების დასაწყისში. შენობას აქვს 12 საძინებელი, თურქული აბანო და პარკინგი 20 მანქანისთვის

image

9. ბიონსეს და ჯეი-ზი მალიბუს სასახლე

მდებარეობა: მალიბუ, კალიფორნია, აშშ

მფლობელი: ბიონსე და ჯეი-ზი (მუსიკის სუპერვარსკვლავები)

ღირებულება: დაახლოებით 200 მილიონი დოლარი

სასახლე მუსიკის სუპერვარსკვლავების საკუთრებაა. 30, 000 კვადრატული შენობა განთავსებულია 1, 88 ჰექტარ მიწაზე. შენობა მოიცავს 8 საძინებელს, 11 აბაზანას, 15 მანქანის ავტოფარეხს, ჩამწერ სტუდიას, 4 საცურაო აუზს და კალათბურთის მოედანს. მას აქვს ოკეანის საოცარი ხედები და თანამედროვე ულამაზესი დიზაინი

image

10. Ellison Estate

მდებარეობა: კალიფორნია, აშშ

მფლობელი: ლარი ელისონი

ღირებულება: დაახლოებით 200 მილიონი დოლარი

შენობა დასრულდა 2004 წელს და ეფუძნება იაპონურ სტილს. მას აქვს ერთი მთავარი სახლი, ათი პატარა შენობა, ხელოვნური ტბა, ჩაის სახლი და აბაზანის სახლი

0
67
შეფასება არ არის
ავტორი:ქრისტინა ჩხვიმიანი
ქრისტინა ჩხვიმიანი
67
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0