x
ყველაზე ძვირადღირებული კაბები, რომლებიც აუქციონზე გაიყიდა

ცნობილია, რომ ხელოვნების სამყაროში იშვიათი ნახატებისა და ქანდაკებების ფასი მილიონს აჭარბებს. როგორც ჩანს, მოდის მოყვარულებიც არ ჩამორჩებიან ამ ტენდენციას და იძენენ ძვირადღირებულ კაბებს, რისთვისაც თანხებს არ იშურებენ. გასაოცარი ნამუშევრები კაბების სახით, რომლებსაც ატარებდნენ მერლინ მონრო და პრინცესა დაიანა, აუქციონზე მოხვდა და მათმა ღირებულებამ სოლიდარულ ფასებს მიაღწია.


1. 2024 წლის დასაწყისში აღნიშნული კაბა გაიყიდა 112, 100 დოლარად. კაბა შეიქმნა 1967 წლის გაზაფხულის კოლექციისთვის. შესრულებულია ალუმინის ჯაჭვებისა და მართკუთხა ფირფიტებისაგან.

Paco Rabanne’s 1967 dress

2. 2024 წლის იანვარში ჟაკ აზაგურის კაბა, რომელიც ერთხელ ეცვა პრინცესა დაიანას 1980-იან წლებში ფლორენციაში, აუქციონზე გაიყიდა 1, 148, 080 დოლარად. აღნიშნულმა კაბამ დაამყარა მსოფლიო რეკორდი, როგორც ყველაზე ძვირადღირებული პრინცესა დაიანას კაბა, რომელიც ოდესმე გაყიდულა აუქციონზე

Princess Diana’s Jacques Azagury dress

3. 2006 წელს ოდრი ჰეფბერნის შავი კაბა, რომელიც მას ეცვა "საუზმე ტიფანისთან", აუქციონზე გაიყიდა 807, 000 დოლარად. ეს ფასი 7-ჯერ აღემატება კაბის თავდაპირველ ფასს

Audrey Hepburn’s Givenchy dress

4. 2016 წელს ჟან ლუის "შიშველი" კაბა, რომელიც მერლინ მონროს ეცვა 1962 წელს, შეიძინა ერთ-ერთმა მუზეუმმა 4, 800, 000 დოლარად. 2022 წელს აღნიშნული კაბა მოირგო კიმ კარდაშიანმა მეთ გალასთვის

image

5. 2011 წელს ქეით მიდლტონის მანჭვირვალე კაბა 125, 000 დოლარად გაიყიდა. მიდლტონმა კაბა სტუდენტობისას ჩაიცვა ყოველწლიური საქველმოქმედო მოდის ჩვენების დროს.

Kate Middleton’s sheer dress

6. 2015 წელს ჯუდი გარლანდის მიერ მორგებული "ჯუჯის კაბა", რომელიც მას ეცვა "ოზის ჯადოქარში", გაიყიდა 1, 565, 000 დოლარად

Dorothy’s Wizard of Oz dress

7. პრინცესა დაიანას მიერ მორგებული შავი ხავერდის კაბა, 2019 წელს გაიყიდა 290, 000 დოლარად.

Princess Diana’s Victor Edelstein gown

8. მერლინ მონროს ცნობილი თეთრი კაბა, რომელიც მას ეცვა ერთ-ერთ ფილმში, 2011 წელს აუქციონზე გაიყიდა 5, 600, 000 დოლარად.

Marilyn Monroe’s William Travilla dress

9. 2011 წელს, სესილ ბიტონის დიზაინით შექმნილი კაბა, რომელიც ოდრი ჰეფბერნს ეცვა ერთ-ერთ ფილმში, აუქციონზე გაიყიდა 4, 500, 000 დოლარად

Audrey Hepburn’s My Fair Lady dress

0
119
შეფასება არ არის
ავტორი:ქრისტინა ჩხვიმიანი
ქრისტინა ჩხვიმიანი
119
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0